მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მიკრობანკების ლიცენზირების წესში ცვლილებები შევიდა

მიკრობანკი

მიკრობანკების ლიცენზირების წესის დამტკიცების თაობაზესაქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2023 წლის 21 ივნისის ბრძანებაში ცვლილება შევიდა.

კერძოდ, ბრძანების მე-2 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტში დაზუსტდა, რომ მიკრობანკის ლიცენზიის მიღების მსურველმა ინფორმაცია არა მხოლოდ მნიშვნელოვანი წილის მესაკუთრეზე, არამედ შუალედური მფლობელისა და ბენეფიციარი მესაკუთრის თაობაზეც უნდა წარადგინოს.

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 11 ივლისის ბრძანებით, წერილობითი მიმართვა მიკრობანკის საქმიანობის ლიცენზიის მისაღებად უნდა მოიცავდეს მიკრობანკის საქმიანობის ლიცენზიის მაძიებლის ჯგუფის სტრუქტურის/მფლობელობის სტრუქტურის შესახებ ინფორმაციას, აგრეთვე მნიშვნელოვანი წილის შეძენის შესახებ საქართველოს ეროვნული ბანკის სამართლებრივი აქტითა და მე-2 მუხლის მე-5 პუნქტით განსაზღვრული ინფორმაცია/დოკუმენტაცია მნიშვნელოვანი წილის მფლობელი როგორც აქციონერის, ისე შუალედური მფლობელისა და ბენეფიციარი მესაკუთრის თაობაზე, ხოლო ასეთი მესაკუთრის არარსებობის შემთხვევაში − 20 უმსხვილესი აქციონერის საიდენტიფიკაციო ინფორმაცია და მათ მფლობელობაში არსებული წილების/აქციების ოდენობისა და ტიპის შესახებ ინფორმაციას.

ბრძანების მე-5 პუნქტი კი შემდეგი რედაქციით ჩამოყალიბდა: მიკრობანკის საქმიანობის ლიცენზიის მისაღებად წარდგენილი ინფორმაცია უნდა მოიცავდეს მიკრობანკის საქმიანობის ლიცენზიის მაძიებლის ჯგუფის სტრუქტურის/მფლობელობის სტრუქტურის შესახებ ინფორმაციას (მონაცემებს), აგრეთვე მნიშვნელოვანი წილის მფლობელი როგორც აქციონერის, ისე შუალედური მფლობელისა და ბენეფიციარი მესაკუთრის თაობაზე შემდეგ ინფორმაციას/დოკუმენტაციას:

ა) ფიზიკური პირის შემთხვევაში:

ა.ა) პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტს;

ა.ბ) მოქალაქეობისა და რეზიდენტობის შესახებ ინფორმაციას;

ა.გ) დეტალურ ავტობიოგრაფიას;

ა.დ) საქართველოს ტერიტორიაზე ფინანსურ ინსტიტუტებში ამჟამად ან წარსულში არსებული წილების ოდენობისა და სხვა ბიზნესინტერესების შესახებ ინფორმაციას;

ა.ე) ნასამართლობის შესახებ ცნობას ყველა იმ ქვეყნის ადმინისტრაციული ორგანოდან, რომლის რეზიდენტიც იყო ეს პირი ბოლო 10 წლის განმავლობაში;

ა.ვ) ფინანსური მდგომარეობის, შემოსავლის წყაროსა და წარმომავლობის შესახებ ინფორმაციას (მონაცემებს);

ა.ზ) შემოსავლების შესახებ საგადასახადო დეკლარაციას;

ბ) იურიდიული პირის შემთხვევაში:

ბ.ა) სარეგისტრაციო დოკუმენტებს;

ბ.ბ) აუდიტორის მიერ აუდიტირებულ უახლესი პერიოდის (კვარტალის) ფინანსურ ანგარიშგებას. თუ იურიდიული პირი საქართველოს ეროვნულ ბანკს მიმართავს დაფუძნებიდან არაუგვიანეს 6 თვისა, იგი წარადგენს მხოლოდ არააუდიტირებულ მიმდინარე ბალანსსა და შესაბამის შენიშვნებს;

ბ.გ) იურიდიული პირისა და მისი ადმინისტრატორების სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის/ნასამართლობის შესახებ ცნობებს ყველა იმ ქვეყნის ადმინისტრაციული ორგანოდან, რომლის რეზიდენტებიც იყვნენ ეს პირები ბოლო 10 წლის განმავლობაში.“

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები