მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ვსწავლობთ ახალი კანონის ზეგავლენას IMF-ის პროგრამის მიზნებზე"- IMF სებ-ის შესახებ კანონში ცვლილებებზე

64bab74ded25d
ალა ისპირიანი
21.07.23 20:34
444
სტატიაში საუბარია:
საერთაშორისო სავალუტო ფონდმა (IMF) ინფორმაცია გაავრცელა, სადაც წერია, რომ სწავლობენ თუ როგორი გავლენა ექნება ახალი კანონის ზეგავლენას IMF-ის პროგრამის მიზნებზე.

"სსფ-ს მისია სწავლობს სებ-ის კანონის ბოლოდროინდელი ცვლილების გავლენას ქვეყანაში მიმდინარე იმ ეკონომიკური პროგრამის მიზნების მიღწევაზე, რომელსაც სსფ უჭერს მხარს (SBA). სსფ-ს მისიამ განიხილა ვითარება ხელისუფლებასთან და მიესალმება ხელისუფლების პირობას შეინარჩუნოს სებ-ის დამოუკიდებლობა და სანდოობა და განზრახვა განაგრძოს თანამშრომლობა სსფ-სთან SBA პროგრამის ფარგლებში.

სსფ-ის გუნდი მადლობას უხდის ხელისუფლებას პროდუქტიული დისკუსიისთვის. მისია შეხვდა ქალბატონ თურნავას, სებ-ის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელს; ბატონ ხუციშვილს, საქართველოს ფინანსთა მინისტრს; ბატონ დავითაშვილს, ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრს, სხვა ხელმძღვანელ პირებს და კერძო სექტორის წარმომადგენლებს. ჩვენ მოუთმენლად ველით დიალოგის გაგრძელებას მომავალ თვეებში სსფ-ს მიერ მხარდაჭერილი საქართველოს ეკონომიკის პროგრამის ფარგლებში და ასევე, მეოთხე მუხლის კონსულტაციების (Article IV Consultations) ფარგლებში, სადაც ქვეყნის ეკონომიკის ვითარება იქნება მიმოხილული"- ნათქვამია ინფორმაციაში. 

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები