მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„მიკროდერმა“ - სივრცე, სადაც ინოვაციური ტექნოლოგიები და ევროპული მიდგომები ერთიანდება.

როდესაც მაღალკვალიფიციური, გამოცდილი ექიმები საერთო ღირებულებების გარშემო ერთიანდებიან და მიზნად უკეთესი სამედიცინო რეალობის შექმნას ისახავენ - იბადება სრულიად ახალი სტანდარტი. სწორედ ამ იდეით შეიქმნა დერმატოლოგიური კლინიკა „მიკროდერმა“, სივრცე, სადაც ინოვაციური ტექნოლოგიები და ევროპული მიდგომები ერთიანდება. თუმცა, „მიკროდერმა“ მხოლოდ სამედიცინო დაწესებულება არ არის; ეს არის გუნდი, რომლისთვისაც კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობა უმთავრესია. მათი ინიციატივით ქართული მედიცინის ისტორიაში პირველი მსოფლიო რეკორდი დამყარდა - კლინიკის ექიმმა 24 საათში 363 პაციენტს ჩაუტარა კანის სკრინინგი, რითაც ორ ადამიანს სიცოცხლე შეუნარჩუნდა. გარდა ამისა, კლინიკამ განახორციელა უნიკალური დერმატოლოგიური ექსპედიცია სვანეთში და შექმნა პირველი საგანმანათლებლო ანიმაცია ბავშვებისთვის, რათა დაძლიონ ექიმთან ვიზიტის შიში.

სტუმარი: სალომე გოდაბრელიძე - „მიკროდერმა“ დამფუძნებელი

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები