"მიკროსაფინანსო ორგანიზაციები იგივე წნეხის ქვეშ არ უნდა იყვნენ, როგორც კომერციული ბანკები, ეს არათანაბარ კონკურენტულ პირობებში გვაყენებს.” ეს განცხადება რამდენიმე თვის წინ, მიკროსაფინანსო ორგანიზაცია "ლაზიკა კაპიტალის" აღმასრულებელმა დირექტორმა ბესიკ შენგელიამ, ბი ემ ჯისთან გააკეთა. მისი თქმით, უკვე არის იმის რისკები და აშკარა ნიშნები, რომ მისოებითვის საშუალო ზომის თანხები, რაც 15-20 ათასი ლარია, უკვე აქტიურად მიაქვთ კომერციულ ბანკებს, იმიტომ რომ რესურსის ღირებულება ბევრად უფრო იაფი აქვთ.
სტუმარი: ბესიკ შენგელია - მიკროსაფინანსო ორგანიზაციების ასოციაციის თავმჯდომარე


































