იტალიური სერია ა-ს კლუბ “მილანის” სათავო ოფისში ფინანსური პოლიცია შევიდა ფაილები, დოკუმენტები და კომპიუტერული ტექნიკა წაიღეს და საქმეზე გამოძიებაც დაიწყო.
ბრალმდებელი მხარე ირწმუნება, რომ იტალიურ კლუბს კვლავ ყოფილი მმართველი, ელიოტის მენეჯმენტი აკონტროლებს და არა დღევანდელი მფლობელი “Redbird Capitals-ი”, რომელმაც “როსონერი” 2022 წელს შეიძინა.
პროკურატურა ირწმუნება, რომ საბუთები გაყალბებულია, ამავდროულად საქმეს ართულებს ის მოცემულობა, რომ ამერიკული კომპანია ელიოტი ფლობს ფრანგულ კლუბ “ლილისაც”, რომელიც “მილანის” მსგავსად ევროტურნირებზე თამაშობს, ეს კი, როგორც იტალიის ფეხბურთის ფედერაციის, ისე უეფას წესდების მძიმე დარღვევაა.
იმ შემთხვევაში თუ კლუბს ბრალდება დაუმტკიცდება, სპორტული სანქციებია მოსალოდნელი მათ შორის ევროტურნირებიდან მოკვეთა.
იტალიური მედიის ინფორმაციით, ეჭმინატელთა სიაში ინფორმაციის დამალვის ბრალდებით ვხვდებით ამჟამინდელ აღმასრულებელ დირექტორ ჯორჯო ფურლანსა და ყოფილ დირექტორ ივან გაზიდისს, რომელმაც “მილანის” დირექტორის თანამდებობა 2022 წელს დატოვა.