მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მილეის მიერ კრიპტოვალუტის მხარდაჭერის გამო, არგენტინის საფონდო ბირჟა მკვეთრად დაეცა

მილეი

პრეზიდენტ ხავიერ მილეის მიერ კრიპტოაქტივების მხარდაჭერის გამო, არგენტინის საფონდო ბირჟა მკვეთრად დაეცა. ერთდღიან პერიოდში, ფლაგმანურმა ინდექსმა თითქმის 7%-იანი კორექცია განიცადა, რაც მილეის განცხადებებს უკავშირდება.

მილეის ადმინისტრაციამ ბოლო პერიოდში არაერთი განცხადება გააკეთა, რომლითაც კრიპტოვალუტების, განსაკუთრებით კი ბიტკოინის გამოყენების აუცილებლობას უსვამდა ხაზს. მისი თქმით, ციფრული ვალუტები ხელს შეუწყობენ ინფლაციის შემცირებას და ეკონომიკურ თავისუფლებას. თუმცა, კრიპტოაქტივების პოპულარიზაციამ ტრადიციულ საფონდო ბირჟაზე სერიოზული რყევები გამოიწვია, რადგან ინვესტორებს არგენტინის ხელისუფლების ინტერესებთან დაკავშირებით ეჭვები უჩნდებათ.

ბაზრის ვარდნამ მყისიერად გამოიწვია ფინანსური ექსპერტებისა და ეკონომისტების კრიტიკა. ინვესტორთა ნაწილი მიიჩნევს, რომ მთავრობის მხრიდან კრიპტოს მხარდაჭერა გაურკვევლობას ქმნის, რაც ტრადიციულ საბანკო და საფინანსო ინსტიტუტებზე ნეგატიურ გავლენას ახდენს.

უნდა აღინიშნოს, რომ ბოლო პერიოდის მკვეთრი ვარდნა არა ბიტკოინს, არამედ მიმკოინს, $LIBRA-ს უკავშირდება, რომელთან დაკავშირებით ხავიერ მილეიმ განცხადება გააკეთა, რომ ეს პროექტი ქვეყნის ეკონომიკის განვითარებას შეუწყობდა ხელს. მიელის განცხადებიდან რამდენიმე საათში პროექტის შეფასება 4.5 მილიარდ დოლარამდე გაიზარდა, თუმცა შემდეგ თითქმის ნულამდე დაეცა, რაც აჩენს იმის ეჭვს, რომ მილეის ადმინისტრაციამ თაღლითური პროექტის რეკლამირება მოახდიან და $LIBRA ფინანსური პირამიდა იყო, რომელმაც მილეის სარგებელი მოუტანა, თუმცა პროექტის ინვესტორებს ზარალი მიაყენა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები