მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

მილიარდერი, რომელიც სიბერეს ებრძვის…

მილიარდერები, როგორც წესი, ამბიციური და ახირებული ადამიანები არიან. იახტებით და თვითმფრინავებით დაწყებული, კოსმოსური რაკეტებით და ხელოვნების ნიმუშებით დამთავრებული, მილიარდერებს ბევრი რამის ფლობა სურთ. მატერიალური სიმდიდრის მიუხედავად, მდიდრებისთვის ყველაზე ღირებული რამ მაინც დროა, რომლის ყიდვა უბრალოდ შეუძლებელია. დრო იმიტომაა ასეთი ღირებული, რომ ის ყველას შეზღუდული რაოდენობით აქვს, მილიარდერებს კი სიცოცხლის გაფლანგვას ყველაფერი ურჩევნიათ. ერთი მილიარდერი, რომელიც ამ საყოველთაოდ ცნობილ მოცემულობას არ და ვერ ეგუება, ამერიკელი ბრაიან ჯონსონია, რომელსაც დაბერების შეჩერება და სიცოცხლის მაქსიმალურად გახანგრძლივება სურს. ამ ადამიანს იმდენად არ უნდა დაბერება, რომ ის ამისათვის ყოველდღიურად ათას ექსპერიმენტს ატარებს და მილიონობით დოლარს ხარჯავს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები