სომეხი მილიარდერი რუბენ ვარდანიანი აზერბაიჯანის ხელისუფლებამ დააკავა. მისი მეუღლის განმარტებით, ბიზნესმენი და პოლიტიკოსი მაშინ დაიჭირეს, როდესაც ის სომხეთის მოქალაქეებთან ერთად ყარაბაღის დატოვებას ცდილობდა.
შეგახსენებთ, რომ ვარდანიანი ოთხი თვის განმავლობაში ყარაბაღის პრემიერ-მინისტრის პოსტს იკავებდა, თუმცა ის თანამდებობიდან მალევე გადააყენეს.
Forbes-ის შეფასებით, ვარდანიანის ქონება 1 მილიარდ დოლარს შეადგენს.