მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მილიარდერმა ბილ ეკმანმა უკრაინის დასახმარებლად $3.25 მლნ გამოყო

63fdcd81c94a2
BM.GE
28.02.23 14:00
903
ჰეჯ-ფონდის მენეჯერმა, მილიარდერმა ბილ ეკმანმა უკრაინისთვის $3.25 მილიონი გამოყო, რათა რუსეთის წინააღმდეგ ომში მყოფ ქვეყანას ათზე მეტი სასწრაფო დახმარების შეძენაში დაეხმაროს. ინფორმაციას ეკმანის საქველმოქმედო ფონდის, Pershing Square Foundation-ის მრჩეველთა საბჭოს წევრი და ინვესტორი უიტნი ტილსონი ავრცელებს.

როგორც ტილსონის მიერ მეგობრებისა და კოლეგებისთვის გაგზავნილი ელფოსტიდან ირკვევა, ეკმანის შემოწირულებით უკრაინა თხუთმეტი, სპეციალურად აღჭურვილი Toyota 4×4 Land Cruiser-ის შეძენასა და ფრონტის ხაზზე მათი ექსპლუატაციის ხარჯების დაფარვას შეძლებს. „დღეს დილით, ჩემი კოლეჯის მეგობარ ბილ ეკმანს უკრიანის დასახმარებლად სასწრაფო დახმარების მანქანებით უზრუნველყოფის გეგმა გავაცანი, რომელიც მაშინვე დამთანხმდა $3.25 მილიონის შემოწირულებაზე“, – წერს ტილსონი 25 თებერვლით დათარიღებულ წერილში.

უკრაინის დასახმარებლად გაღებული შემოწირულების შესახებ კომენტარი ამ ეტაპზე არც ეკმანის წარმომადგენელს და არც თავად ტილსონს არ გაუკეთებიათ. აღსანიშნავია, რომ ტილსონი ლიდერობდა მალტაში დაფუძნებული ჰუმანიტარული დახმარების ჯგუფ MOAS-ის წამოწყებასაც, რომლის მიზანიც უკრაინისთვის სასწრაფო დახმარების მანქანების შეძენა გახლდათ. Toyota Land Cruisers-ის ფასი დაახლოებით $116,000-ია.

ცნობისთვის, ბილ ეკმანის ჰეჯ-ფონდი Pershing Square Capital Management-ი დაახლოებით $16 მილიარდის აქტივებს აკონტროლებს. Forbes-ის მონაცემებით, ეკმანის ქონება $3.5 მილიარდს შეადგენს. აღსანიშნავია, რომ ეკმანმა და მისმა მეუღლემ თავიანთი ქონების უმეტესი ნაწილის საქველმოქმედო მიზნებისთვის გაღების პირობა დადეს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები