საქართველოში Covid-საწინააღმდეგო ჩინური ვაქცინების „სინოფარმის“ და „სინოვაკის“ მილიონი დოზა შემოვიდა. ინფორმაცია პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე გააჟღერა.
„დღეს ჩამოგვივიდა მილიონი დოზა ვაქცინა, ესენია ჩინური ვაქცინები „სინოფარმი“ და „სინოვაკი“. მილიონი დოზა უკვე ადგილზეა და მზად ვართ 5 ივლისიდან მასობრივი ვაქცინაცია დავიწყოთ“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.
პრემიერის თქმით, მიღწეულია შეთანხმება და ქვეყანა კიდევ მილიონ დოზა ჩინურ ვაქცინებს ელოდება.




























