მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

მილიონიანი პიკასო 100 ევროდ - პარიზში პიკასოს ნახატი გათამაშდა

პიკასო ლატარია

პიკასოს 1941 წელს შესრულებული Tête de femme ლატარიაში გათამაშდა. ლატარიის გამარჯვებული 14 აპრილს Christe’s პარიზის ფილიალში გამოვლინდა. პარიზელმა არი ჰოდარამ სულ რაღაც 100 ევროდ მილიონზე მეტად შეფასებული პიკასოს ნახატი მოიგო.

Tête de femme

გათამაშების ფარგლებში 100 ევროს ღირებულების 120 000 ბილეთი გაიყიდა, ჯამში 12 მილიონი ევრო შეგროვდა, საიდანაც 1,45 მილიონ ევროს ნახატის მფლობელი, პარიზში მდებარე, Opera Gallery მიიღებს, ხოლო დანარჩენი თანხა ალცჰაიმერის დაავადების კვლევას მოხმარდება.

“ერთი პიკასო 100 ევროდ” - პიკასოს ნახატის ლატარიაში გათამაშების იდეა 2004 წელს დაარსებულ ფრანგულ ნონპროფიტ ორგანიზაციას, ალცჰაიმერის კვლევით ფონდს, (Fondation Recherche Alzheimer) და ფრანგ ტელეპროდიუსერ პერი კოშინს ეკუთვნის. ფონდი აფინანსებს კლინიკურ კვლევით პროგრამებს, სადოქტორო და პოსტდოქტორალურ სტიპენდიებს და ხელს უწყობს კვლევების გაზიარებას.

გათამაშება კოშენის რიგით მესამე საქველმოქმედო ლატარიაა. 2013 წელს, პიკასოს 1914 წლის ნახატმა L'Homme au Gibus 5 მილიონი ევრო მოიზიდა, ლიბანში, იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ქალაქ ტირის დასაცავად და სოფლის ასაშენებლად. გამარჯვებული პენსილვანიელი 25 წლის ახალგაზრდა კაცი გახდა.

2020 წელს გამართული ლატარიის საშუალებით, 5 მილიონი ევრო შეგროვდა. ორგანიზაცია CARE-სთვის Nature Morte (1921) გათამაშდა. შეგროვებული თანხა აფრიკაში სუფთა წყლისა და ჰიგიენის პროგრამების მხარდასაჭერად გამოიყენა. გამარჯვებული ჩრდილოეთ იტალიელი ბუღალტერი აღმოჩნდა, რომელსაც შვილმა საშობაოდ გათამაშების ბილეთი აჩუქა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები