მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მიმდინარე კვირას „მინისტრის საათის“ ფორმატში თეა ახვლედიანს და დავით ზალკალიანს მოუსმენენ

61925d0a598f1
ინგა მურუსიძე
15.11.21 17:41
621
მიმდინარე კვირაში პარლამენტში შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი თეა ახვლედიანი და საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი წასრდგებიან.

პარლამენტის ბიუროს გადაწყვეტილებით, მინისტრებს დეპუტატის ფორმატში მინისტრის საათის ფორმატში მოუსმენენ.

გარდა ამისა, ბიუროს დღევანდელ სხდომაზე გადაწყდა, რომ პლენარულ სხდომებზე პარლამენტი განიხილავს ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ; ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პროკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ კანონში ცვლილების შესახებ; იარაღის შესახებ კანონში ცვლილების თაობაზე; მაუწყებლობის შესახებ კანონში ცვლილებების შესახებ; ვაზისა და ღვინის კანონში ცვლილებების თაობაზე კანონპროექტებს.

პლენარულ სხდომაზე დეპუტატები, ასევე, განიხილავენ დადგენილების პროექტს ზურაბ გირჩი ჯაფარიძის პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შესახებ. სხდომაზე იმსჯელებენ ქვეყნის 2022 წლის ბიუჯეტის პროექტზე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები