„ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივნის მამუკა მდინარაძის განცხადებით, პარლამენტში მიმდინარე კვირას დაინიცირდება ფარა-ს ამერიკული კანონი. ამის შესახებ მდინარაძემ უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ ბრიფინგზე განაცხადა.
მან ასევე განაცხადა, რომ პარლამენტში რამდენიმე კანონპროექტი დამუშავდება და თვე-ნახევარში მიღება.
მისი თქმით, მიმდინარე კვირას დაინიცირდება:
- ფარა-ს ამერიკული კანონი;
- „მედიის კანონი“, რომელიც ძირითადად „ფეიკ ნიუსებს“ შეეხება და იქნება ბრიტანული მოდელის პრინციპების გათვალისწინებით მიღებული;
დარეგისტრირდება:
- იმ კანონების პირველადი ვერსიები, რომელიც შეეხება საჯარო სამსახურში უცხოური წყაროდან სარგებლის მიღების შეზღუდვას;
- „ენჯეოების“ ამოღებას ყველა კანონიდან, სადაც გადაწყვეტილების მიღების პროცესში მათ სავალდებულო მონაწილეობაზეა საუბარი;
- „სიპების“ ხელმძღვანელების დანიშვნის გამარტივებას,
- ანტი-ნარკოტიკული კანონმდებლობის გამკაცრებას,
- არასრულწლოვანთა მართლმსაჯულებას,
- მიგრაციის შესახებ კანონმდებლობის გამკაცრებას.
"ამ პროექტების საბოლოო მიღებამდე რჩება თვე-ნახევარი, შესაბამისად, მოხდება საქართველოს პარლამენტში კანონპროექტების დეტალური დამუშავება“,- განაცხადა მდინარაძემ უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ ბრიფინგზე.