„პარლამენტი „მინისტრის საათის“ ფარგლებში, თავდაცვის მინისტრს ჯუანშერ ბურჭულაძეს მოუსმენს. 20 ოქტომბრის პლენარულ სხდომაზე კი, პარლამენტის წინაშე ინტერპელაციის წესით საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი წარდგება“, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ბიუროს სხდომაზე განაცხადა, სადაც მიმდინარე სასესიო კვირის დღის წესრიგი განსაზღვრეს.
ამასთან, კანონმდებლები სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის 2022 წლის საქმიანობის ანგარიშს მოისმენენ.
როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ განმარტა, პოლიტიკურ ჯგუფ „რეფორმების ჯგუფის“ მიერ მოთხოვნილია „თავისუფალი ტრიბუნა“.
ბიუროს სხდომაზე ასევე განიხილეს ახალი საკანონმდებლო ინიციატივები და განსაზღვრეს სავალდებულო და წამყვანი კომიტეტები.