მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“მიმდინარე კვირიდან საწვავის ფასი 5-10 თეთრით გაიზრდება”

BM.GE
02.02.22 14:17
388
მიმდინარე კვირიდან ქვეყანაში საწვავის ფასი 5-10 თეთრით გაიზრდება. ნავთობიმპორტიორ კომპანიებში საწვავის ფასის ზრდის მიზეზად ნავთობის გაძვირებას ასახელებენ. ვისოლის გენერალური დირექტორის განცხადებით, ნაწილობრივ ფასების ზრდა თებერვლის პირველ რიცხვებშივე მოხდება. ვასილ ხორავას განმარტებით, გაყიდვების კუთხით იანვრის თვის პასიურობის გათვალისწინებით, დეკემბრის მარაგები იძლეოდა სტაბილურობის შენარჩუნების საშუალებას, თუმცა ახალ შესყიდვებზე, რომელიც იანვარში განხორციელდა და თებერვალში მოხდება მათი რეალიზაცია, ბუნებრივია მასზე გაზრდილი ნავთობპროდუქტების ფასები აისახება. 

სტუმარი: რუსუდან რამაზშვილი - “ბიოილის” გენერალური დირექტორი;