მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მიმდინარე კვირის ეკონომიკური კალენდარი

მიმდინარე კვირას ინვესტორთა ყურადღების ცენტრში ამერიკის შეერთებული შტატები იქნება, რომელიც ეკონომიკურ ზრდასთან დაკავშირებით უახლეს მონაცემებს წარმოადგენს. სავარაუდოდ, მთლიანი შიდა პროდუქტის 3%-იანი ზრდა დაფიქსირდება, რაც წინასწარ განსაზღვრულზე გაცილებით უკეთესი შედეგია. ასევე, ამ კვირაში მოვისმენთ ფედერალური რეზერვის საბჭოს წევრების საჯარო განცხადებებს, რომელთა შორის იქნება უწყების ხელმძღვანელი ჯერომ პაუელი. თუკი FED-ის მხრიდან პოზიტიური განცხადებები გავრცელდება, მაშინ დანამდვილებით შეიძლება ითქვას, რომ მომავალი კვირა საფონდო ბირჟებისათვის განსაკუთრებით კარგი იქნება. აგრეთვე, მიმდინარე კვირას გავიგებთ გერმანიის, საფრანგეთის, იტალიისა და სხვა ევროპული სახელმწიფოების ინფლაციურ მონაცემებს. ანალიტიკოსების პროგნოზით, ევროპის მასშტაბით ინფლაცია შემცირებული იქნება, რაც ECB-ს რეფინანსირების განაკვეთის დამატებით შემცირებისკენ უბიძგებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები