მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მიმდინარე მოვლენების ფონზე, წელს რიგ სადაზღვევო პროდუქტებში ზრდის ტემპი შენელდა - ჯიპიაი ჰოლდინგი

მღზვეველი

2024 წელს სადაზღვევო კომპანიების შემოსავალი თითქმის ₾1.3 მლრდ-მდე გაიზარდა.

გასულ წელს მოზიდულმა სადაზღვევო პრემიამ პირდაპირი დაზღვევის საქმიანობიდან 1.25 მლრდ ლარი იყო. წლიური ზრდა 195 მლნ ლარს შეადგენს. ამავე პერიოდის შედეგებით მზღვეველების სადაზღვევო მოგებამ 307 მილიონი ლარი შეადგინა, წმინდა მოგებამ კი 127 მილიონი ლარი. 2023 წელთან შედარებით წმინდა მოგება 53 მლნ ლარია.

როგორც „ჯიპიაი ჰოლდინგში“ BMG-ის სექტორის შედეგების შეფასებისას განუცხადეს, გასული წელი ზრდის მიმართულებით კარგი იყო, განსაკუთრებით ავტოდაზღვევის მიმართულებით.

თუმცა როგორც "ჯიპიაი ჰოლდინგის" NLI ბაზარზე განვითარების დირექტორის მოადგილე აცხადებს, ქვეყანაში ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენების ფონზე, უკვე მიმდინარე წლის დასაწყისში რიგი სადაზღვევო პროდუქტების მიმართულებით ზრდის ტემპის შენელება შეინიშნება. მისი თქმით, მსგავსი ტენდენცია უფრო მეტად ავტო და ქონების დაზღვევის მიმართულებით ფიქსირდება.

„გასულ წელს მნიშვნელოვანი ზრდა გვქონდა ყველა იმ სადაზღვევო პროდუქტის მიმართულებით, რაც საქართველოს სადაზღვევო ბაზარზეა წარმოდგენილი. განსაკუთრებით დიდი ზრდა გვქონდა ავტომობილების დაზღვევის მიმართულებით, როგორც მოზიდული პრემიის, ასევე რაოდენობის კუთხით. რაოდენობაში 40%-ზე მეტი ზრდა გვქონდა, ეს კი იმ პირობებში, როდესაც დაზღვევა არაა სავალდებულო.

წელს, მიმდინარე პერიოდში ისეთი სწრაფი ზრდის ტემპი აღარ ფიქსირდება, როგორც გასულ წელს ჯამურად იყო, როგორც ჯანმრთელობის დაზღვევაში, ისე ავტომობილების მიმართულებით. ქვეყანაში განვითარებულმა მოვლენებმა ამ პროცესს ხელი არ შეუწყო და ზრდის ტემპი შეამცირა.

თუმცა ეს ნაკლებად ვრცელდება ჯანმრთელობის დაზღვევაზე, ეს უფრო მეტად მოხმარებადი პროდუქტია, მას უფრო ნაკლებად ეხება მსგავსი ტიპის პრობლემები. ზრდის ტემპი უფრო ისეთი მიმართულებით შენელდა, როგორიცაა ავტომობილების დაზღვევა, ქონების დაზღვევა და ისეთი მიმართულებები, რომელიც არაა პირველადი მოხმარების პროდუქტი. ძირითადად ეს მიმდინარე მოვლენებს უკავშირდება, ადამიანები უფრო მეტად დაზოგვისკენ არიან მიდრეკილები, ვიდრე ფულის დახარჯვისკენ. თუმცა იმედი გვაქვს, რომ ვითარება დასტაბილურდება და მოგვეცემა საშუალება, უკეთესი ზრდის ტემპი დავაფიქსიროთ, როგორც GPI ჰოლდინგმა, ასევე ზოგადად ჯამურმა ბაზარმა“, - განაცხადა კონსტანტინე მანჯგალაძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები