2024 წლის პირველ 4 თვეში საქართველოდან საქონლის ექსპორტი 10.1%-ით შემცირდა. უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორების პირველ სამეულში ყირგიზეთთან ერთად ადგილებს რუსეთი და ყაზახეთი ინაწილებენ. უმსხვილეს საექსპორტო მიმართულებებს შორის 4 თვის ჭრილში არც ერთ ევროკავშირის წევრ ქვეყანას არ ვხვდებით. როგორ შეიძლება აისახოს მიმდინარე მოვლენები ექსპორტზე და რა ტენდენციებია ვაჭრობაში საქართველოსა და მის პარტნიორ ქვეყნებს შორის?