მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მიმდინარე წელი ძალიან კარგი იყო ექსპორტის მიმართულებით - "მტევინო" წელს აჯამებს

მტევინო

ღვინის მწარმოებელი კომპანია „მტევინო“, მომავალ წელს საექსპორტო ბაზრებს აფართოებს. როგორც კომპანიის დამფუძნებელმა, ნიკა ზაუტაშვილმა BM.GE-სთან განაცხადა, მომავალი წლის პირველივე თვეს, ექსპორტს უკრაინასა და ბელორუსიაში განახორციელებს.

მისივე ცნობით, მთლიანი კონტრაქტის ფარგლებში, უკრაინაში 350 000 ბოთლის, ხოლო ბელორუსიაში 500 000 ბოთლის ექსპორტი უნდა განხორციელდეს.

„მიმდინარე წელი ძალიან კარგი იყო ექსპორტის მიმართულებით. ყველა გეგმა, რაც 2023 წლისთვის იყო დაგეგმილი, შევასრულეთ.

აღსანიშნავია, რომ ჩინეთის ბაზარი ე.წ ლოკდაუნის შემდეგ საკმაოდ განვითარდა და ჩვეულ რიტმს დაუბრუნდა, რაც მანამდე იყო. მიმდინარე წელს, ჩინეთში 650 000 ბოთლი ღვინის ექსპორტი განვახორციელეთ, ხოლო მომავალ წელს 1.2 მლნ ბოთლი ღვინის გადაზიდვას ვგეგმავთ, რომელიც უკვე დაკონტრაქტებულია,"- აცხადებს ზაუტაშვილი.

მისი ინფორმაციით, საერთო ჯამში, საწარმოში წლიურად 1.5 მლნ ღვინის ბოთლის წარმოება ხორციელდება. საიდანაც, 80% ექსპორტია, ხოლო წარმოების 20% ადგილობრივ ბაზარზე რეალიზდება.

ინფორმაციისთვის, ღვინის მწარმოებელი კომპანია „მტევინო“ ბაზარზე 3 წელია ოპერირებს. მეღვინეობა საგარეჯოში, სოფელ ხაშმში მდებარეობს და 14 სახეობის ღვინოს აწარმოებს. რაც შეეხება რეალიზაციას, მეღვინეობის მიერ წარმოებული პროდუქცია ადგილობრივ ბაზარზე ღვინის მარკეტებში, ქსელურ მარკეტებსა და ჰორეკა სექტორში ხორციელდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები