მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მიმდინარე ზამთრის სეზონზე დადებითი მოლოდინები გვაქვს - მარიამ ქვრივიშვილი

ზამთარი

2023-24 წლის ზამთრის სეზონი ოფიციალურად დღეს, გუდაურში გაიხსნა. სეზონის საზეიმო გახსნის ღონისძიებაზე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილმა განაცხადა, რომ მათი მოლოდინით, მიმდინარე წლის ზამთრის სეზონი დადებითი იქნება.

“ჩვენ გვაქვს ძალიან დადებითი მოლოდინები მიმდინარე ზამთრის სეზონთან მიმართებით, რაც განპირობებულია წარმატებული ტურისტული სეზონით, რომელიც ჩვენს ქვეყანას უკვე ჰქონდა. საქართველოს აქვს ძალიან თანმიმდევრული პოლიტიკა ტურიზმის ინდუსტრიის გაძლიერებისა და განვითარებისთვის, რაც ორ ძირითად ფუნდამენტზეა დამყარებული.

პირველი სამთო-სათხილამურო ინფრასტრუქტურის შექმნას გულისხმობს. მოგეხსენებათ, 2012 წლიდან, საქართველოს მთავრობამ სამთო-სათხილამურო კურორტების ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის 800 მილიონ ლარზე მეტის ინვესტიცია განახორციელა. ჩვენ გვაქვს 28 ახალი საბაგირო კომპლექსი და 40 კმ-ზე მეტი ხელოვნური გათოვლიანების ტრასა.

მეორე მხრივ, ვხედავთ, რომ მზარდია ინვესტიციები კერძო სექტორის მხრიდან, განსაკუთრებით განთავსების ობიექტებზე და სასიხარულოა, რომ დღეს გუდაურში 2 200-ზე მეტი განთავსების ობიექტია, რაც მაღალმთიან რეგიონში დასაქმების შესაძლებლობებს ზრდის”, - განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.

მინისტრის მოადგილემ ქართული ზამთრის კურორტების უცხოეთში პოპულარიზაციის პროცესზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ მარკეტინგული კამპანიები სამიზნე, მათ შორის ევროპის, ქვეყნებში აქტიურად მიმდინარეობდა.

მთის კურორტებზე ზამთრის ტურისტული სეზონი დღეს იხსნება - როგორია საბაგიროს ფასები?

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები