მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მთის კურორტებზე ზამთრის ტურისტული სეზონი დღეს იხსნება - როგორია საბაგიროს ფასები?

საბაგირო

2023-2024 წლის ზამთრის სეზონი დღეს გუდაურში ოფიციალურად გაიხსნება. ზამთრის ტურისტული სეზონის გახსნის ღონისძიებაზე, ახალი გუდაურის ტერიტორიაზე, დღეს 12-დან 18 საათამდე მისულ სტუმრებს გასართობი აქტივობები, საბავშვო ზონები, ფოტო ზონები, კვების ჯიხურები, ბარის კუთხე და მუსიკალური სივრცე დახვდებათ. ხოლო, დღის განმავლობაში ღონისძიებას მუსიკალურად DJ Jino Dolini, DJ Vas და Circus Mircus გააფორმებენ.

ზამთრის სათხილამურო სეზონის ოფიციალური გახსნის ღონისძიებას ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, ლევან დავითაშვილიც დაესწრება.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს ოთხივე სამთო-სათხილამურო კურორტზე: გუდაურში, ბაკურიანში, გოდერძიზე და მესტიაში დამსვენებლებს 9 დეკემბრიდან უკვე ჰქონდათ საბაგიროებითა და სასრიალო ტრასებით სარგებლობის შესაძლებლობა. ამასთან, მიმდინარე წლის ზამთრის სათხილამურო სეზონზე, გუდაურში, დამსვენებლებს 2 ახალი საბაგირო კომპლექსი და ახალი სასრიალო ტრასა დახვდათ.

BMG დაინტერესდა, თუ როგორია 2023-2024 წლის ქვეყანაში არსებული 4-ვე საბაგიროს მოქმედი ფასები.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მთის ტრასების სააგენტოს (MTA) ინფორმაციით, საბაგიროებით სარგებლობის ფასები, მიმდინარე წელს უცვლელი რჩება.

აბონენტების ღირებულება სახეობებისა და ბარათების ტიპების მიხედვით არის წარმოდგენილი და ისინი სეზონის გახსნიდან მის დასრულებამდე იმოქმედებს.

გუდაურში 2023-2024 წლების სათხილამურო სეზონის აბონემენტის ფასები:


1 ასვლა: უფროსი - 14 ლარი, ბავშვი - 14 ლარი;
3 ასვლა: უფროსი - 40 ლარი, ბავშვი - 40 ლარი;
კობის გადმოსახედი: უფროსი - 45 ლარი, ბავშვი - 35 ლარი;
სპორტსკოლა: მულტიქარდი - ბავშვი - 10 ლარი;
1 დღე სეზონზე: უფროსი - 70 ლარი, ბავშვი - 35 ლარი;
2 დღე სეზონზე: უფროსი - 140 ლარი, ბავშვი - 70 ლარი;
3 დღე სეზონზე: უფროსი - 200 ლარი, ბავშვი - 100 ლარი;
4 დღე სეზონზე: უფროსი - 260 ლარი, ბავშვი - 130 ლარი;
5 დღე სეზონზე: უფროსი - 300 ლარი, ბავშვი - 150 ლარი;
6 დღე სეზონზე: უფროსი - 340 ლარი, ბავშვი - 170 ლარი;
სტუდენტი (სეზონური): 270 ლარი;
ღამის სრიალი: უფროსი - 30 ლარი, ბავშვი - 15 ლარი;
ბიგელი - 0.

ბაკურიანში 2023-2024 წლების სათხილამურო სეზონის აბონემენტის ფასები:

1 ასვლა: უფროსი - 10 ლარი, ბავშვი - 10 ლარი;
3 ასვლა: უფროსი - 25 ლარი, ბავშვი - 25 ლარი;
პანორამა (3 ასვლა): უფროსი - 20 ლარი, ბავშვი - 20 ლარი;
სპორტსკოლა: მულტიქარდი - ბავშვი - 10 ლარი;
1 დღე სეზონზე: უფროსი - 55 ლარი, ბავშვი - 28 ლარი;
2 დღე სეზონზე: უფროსი - 110 ლარი, ბავშვი - 55 ლარი;
3 დღე სეზონზე: უფროსი - 157 ლარი, ბავშვი - 79 ლარი;
4 დღე სეზონზე: უფროსი - 204 ლარი, ბავშვი - 102 ლარი;
5 დღე სეზონზე: უფროსი - 230 ლარი, ბავშვი - 115 ლარი;
6 დღე სეზონზე: უფროსი - 253 ლარი, ბავშვი - 127 ლარი;
7 დღე სეზონზე: უფროსი - 296 ლარი, ბავშვი - 148 ლარი;
სეზონური: მულტიქარდი - უფროსი - 325 ლარი, ბავშვი - 163 ლარი
სტუდენტი (სეზონური): 180 ლარი;
ოჯახური (2/2 – 2/3): 135/160;
ღამის სრიალი: უფროსი - 30 ლარი, ბავშვი - 20 ლარი;
ტობოგანი: უფროსი - 10 ლარი, ბავშვი - 10 ლარი.

მესტიის 2023-2024 წლების სათხილამურო სეზონის აბონემენტის ფასები:

1 ასვლა (თეთნულდი): უფროსი - 10 ლარი, ბავშვი - 10 ლარი;
1 ასვლა (ჰაწვალი): უფროსი - 10 ლარი, ბავშვი - 10 ლარი;
2 ასვლა (მესტია-ჰაწვალი-ზურულდი): უფროსი - 20 ლარი, ბავშვი - 20 ლარი;
სპორტსკოლა: მულტიქარდი - ბავშვი - 10 ლარი;
1 დღე სეზონზე: უფროსი - 50 ლარი, ბავშვი - 25 ლარი;
2 დღე სეზონზე: უფროსი - 100 ლარი, ბავშვი - 50 ლარი;
3 დღე სეზონზე: უფროსი - 145 ლარი, ბავშვი - 72 ლარი;
4 დღე სეზონზე: უფროსი - 184 ლარი, ბავშვი - 92 ლარი;
5 დღე სეზონზე: უფროსი - 210 ლარი, ბავშვი - 105 ლარი;
6 დღე სეზონზე: უფროსი - 230 ლარი, ბავშვი - 115 ლარი;
7 დღე სეზონზე: უფროსი - 268 ლარი, ბავშვი - 134 ლარი;
სეზონური: უფროსი - 325 ლარი, ბავშვი - 163 ლარი;
სტუდენტური (სეზონური): 180 ლარი;
ღამის სრიალი: უფროსი - 30 ლარი, ბავშვი - 15 ლარი.

გოდერძის 2023-2024 წლების სათხილამურო სეზონის აბონემენტის ფასები:

1 ასვლა: უფროსი - 5 ლარი, ბავშვი - 5 ლარი;
სპორტსკოლა: მულტიქარდი - ბავშვი - 5 ლარი;
1 დღე სეზონზე: უფროსი - 30 ლარი, ბავშვი - 15 ლარი;
2 დღე სეზონზე: უფროსი - 60 ლარი, ბავშვი - 30 ლარი;
3 დღე სეზონზე: უფროსი - 86 ლარი, ბავშვი - 43 ლარი;
4 დღე სეზონზე: უფროსი - 111 ლარი, ბავშვი - 56 ლარი;
5 დღე სეზონზე: უფროსი - 125 ლარი, ბავშვი - 63 ლარი;
6 დღე სეზონზე: უფროსი - 138 ლარი, ბავშვი - 70 ლარი;
7 დღე სეზონზე: უფროსი - 160 ლარი, ბავშვი - 80 ლარი;
სეზონური: უფროსი - 210 ლარი, ბავშვი - 105 ლარი;
სტუდენტი (სეზონური): 100 ლარი.

2023-2024 წელს ზამთრის სეზონზე მულტიქარდის ღირებულება კი ყველა კურორტზე ერთნაირია:

7 დღე სეზონზე - 370 ლარი, ბავშვი - 185 ლარი;
10 დღე სეზონზე: უფროსი - 460 ლარი, ბავშვი - 230 ლარი;
სეზონური: უფროსი - 650 ლარი, ბავშვი - 325 ლარი;
სტუდენტური (სეზონური): 300 ლარი.