მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მიმდინარეობს 14 ელექტროგადამცემი ხაზისა და 4 ქვესადგურის მშენებლობა - მარიამ ქვრივიშვილი

მარიამ ქვრივიშვილი

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი ამბობს, რომ 14 ელექტროგადამცემი ხაზისა და 4 ქვესადგურის მშენებლობა მიმდინარეობს.

როგორც მან საქართველოს ენერგეტიკოსის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე განაცხადა, საჭიროა სისტემა, რომელსაც შეუძლია მეტი ენერგიის მიღება, გადაცემა და უსაფრთხოდ მართვა. მისი თქმით, სწორედ ამიტომ, მთავრობამ მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტების დაწყებას ჩაუყარა საფუძველი.

„მიმდინარეობს 14 ელექტროგადამცემი ხაზისა და 4 ქვესადგურის მშენებლობა, რაც, ჯამში, 587 კმ-ზე მეტი სიგრძის ელექტროგადამცემი ხაზის განვითარებას მოიცავს. ეს არის ენერგეტიკის ის ნაწილი, რომელიც, შესაძლოა, საზოგადოებისთვის ნაკლებად თვალსაჩინო იყოს, მაგრამ რეალურად სწორედ აქ წყდება, რამდენად სწრაფად და რამდენად საიმედოდ განვითარდება მთელი სისტემა“,- აღნიშნა მარიამ ქვრივიშვილმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები