მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მიმდინარეობს დებატები - გაფართოება თუ გაღრმავება? ჩვენ ვამბობთ, რომ ამჟამად გვჭირდება ორივე - გერმანიის ელჩი

გერმანიის ელჩი

გერმანიის ელჩმა საქართველოში პიტერ ფიშერმა BMG-ისთან ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა, რომ ამჟამად ევროკავშირის, როგორც გაღრმავების ისე გაფართოების მიმართულებით მიმდინარეობს დებატები.

როგორც ის ამბობს, საქართველოსთვის ევროკავშირში გაწევრიანების შესაძლებლობის ფანჯარა გაიხსნა, როდესაც რუსეთი უკრაინას თავს დაესხა, ამიტომ ეს შესაძლებლობა საქართველომ უნდა გამოიყენოს. როგორც ელჩი ამბობს, შესაძლოა ასეთი მომენტი საქართველოსთვის დიდი ხანი აღარ დადგეს.

"მიმდინარეობს დებატები, რომელი გვჭირდება - გაფართოება თუ გაღრმავება? ჩვენ ვამბობთ, რომ ამჟამად გვჭირდება ორივე. ჩვენთვის საუკეთესო რამ არის, რომ ჩვენი უსაფრთხოების, დემოკრატიისა და კარგი ეკონომიკური განვითარების სივრცემ მოიცვას ყველა ის ქვეყანა რომელსაც შეუძლია, იმის თქმა, რომ ისინი არიან ევროპელები და ქართველებს ამის თქმა შეუძლიათ.

ეს ფანჯარა არის ღია, მაგრამ შეიძლება ეს ფანჯარა დაიხუროს. მთავრობები, რომლებიც მოდიან ევროკავშირის სახელმწიფოებში წელს, შემდეგ წელს, შემდეგი 5 წლის განმავლობაში, შეიძლება ნაკლებად უჭერდნენ მხარს გაფართოებას, ეს არ არის გარანტირებული მოვლენა, რომ ყოველთვის ღია იქნება ეს ფანჯარა. პოლიტიკური სიტუაცია ყოველთვის შეიძლება შეიცვალოს, ამიტომ მნიშვნელოვანია არ გაუშვათ ეს ისტორიული შანსი ხელიდან", - განაცხადა ელჩმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები