მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"მიმოვიხილეთ ჩინეთთან ჩვენი ურთიერთობა" - რა განიხილეს “ოცნების” ოფისში გამართულ უმრავლესობის სხდომაზე?

სს

უმრავლესობის ლიდერის ირაკლი კირცხალიას განცხადებით, უმრავლესობის დღევანდელ სხდომაზე საუბარი ძირითადად საგარეო მიმართულებებს შეეხო და მნიშვნელოვანი აქცენტი ჩინეთის ვიცე-პრეზიდენტის ვიზიტზე გაკეთდა. ამის შესახებ მან სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე მედიასთან განაცხადა.

მისივე თქმით, საუბარი შეეხებოდა ასევე შიდაპოლიტიკურ საკითხებსაც და ბიუჯეტს, რომელსაც პარლამენტი დეკემბრის თვეში მიიღებს.

მან ასევე თქვა, რომ “ქართული ოცნების” ოფისში გამართულ უმრავლესობის დღევანდელ სხდომას პრემიერ-მინისტრი, ირაკლი კობახიძეც ესწრებოდა.

“პარტიის ცენტრალურ ოფისში გამართულ უმრავლესობის დღევანდელ სხდომას პარტიის თავმჯდომარე, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ესწრებოდა. გავიარეთ ძალიან მნიშვნელოვანი მიმდინარე პოლიტიკური საკითხები და საგარეო კუთხით ჩინეთთან ჩვენი ურთიერთობა, ვიზიტის შეფასება და შეჯამება უმრავლესობასთან ერთად, რომელი ვიზიტიც ჩატარდა რამდენიმე დღის წინ საქართველოში. მოგეხსენებათ, რეგიონში პირველი სტრატეგიული პარტნიორი ჩინეთისთვის ვართ ჩვენ, რაც ძალიან მნიშვნელოვანი, ძალიან სასიხარულო და მისასალმებელია. იცით, რომ ყოვლისმომცველი სტრატეგიული პარტნიორობის დოკუმენტ გაფორმდა. ასევე, ძალიან მნიშვნელოვანი იყო რეგიონში, როგორც პირველი სტრატეგიული პარტნიორი, ასეთი უმაღლესი თანამდებობის პირი ჩამობრძანდა ოფიციალური ვიზიტით, ჩინეთის ვიცე-პრეზიდენტი.

ძირითადად შევეხეთ და მიმოვიხილეთ ამ ვიზიტის მიმდინარეობა, ის, თუ რა საკითხები იყო განხილული და ძალიან მოხარულები ვართ და ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის, როდესაც ქვეყანას ჰყავს ასეთი ძლიერი სტრატეგიული პარტნიორი ყველა მიმართულებით, ჩვენ ამას ვაფასებთ და ვაფასებთ იმას, რომ წლიდან წლამდე, თვიდან თვემდე ჩვენი პარტნიორობა უფრო ღრმავდება ყველა მიმართულებით და ამისთვის ჩვენი სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს და ამის მზაობა აქვს ჩინეთსაც. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი და ამის უწყის ეს ვიზიტიც და ასეთი მაღალი დონის ვიზიტები, როგორიც ჩვენს ქვეყანაში განხორციელდა.

ასევე ვისაუბრეთ სხვადასხვა ვიზიტზეც, სადაც ბატონი პრემიერი იმყოფებოდა. ასევე იმაზე, თუ რა არის დაგეგმილი საგარეო ვიზიტების კუთხით, ასვე შიდაპოლიტიკურ მოვლენებზე ვისაუბრეთ. ზოგადად, მიმდინარე შეხვედრა იყო საგარეო ურთიერთობებთან დაკავშირებით და მიმოვიხილეთ შიდაპოლიტიკური საკითხები. შევეხეთ საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომებს, რომელიც ხვალიდან განახლდება, ბიუჯეტს შევეხეთ. იცით, რომ დაკორექტირებული ვერსია უკვე პარლამენტშია და გავაგრძელებთ ბიუჯეტის განხილვას, რომელიც დეკემბერში უნდა მივიღოთ.

ეს იყო ის მნიშვნელოვანი მიმართულებები, რომელიც დღეს ჩვენ პრემიერ-მინისტრთან ერთად უმრავლესობის ფორმატში მიმოვიხილეთ”, - განაცხადა ირაკლი კირცხალიამ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები