მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“მიმტანის მოძიება დღეს ფანტასტიკის სფერო გახდა” - მერიკო გუბელაძე

62c453e84711b
ანუკა ჯოხაძე
10.07.22 00:00
9514
ჰორეკა სექტორი პანდემიის დასრულების შემდეგ სექტორში კადრების დეფიციტზე აქტიურად საუბრობს. რესტორატორი მერიკო გუბელაძე, რომელიც თბილისში რამდენიმე რესტორნის მფლობელია, აცხადებს, რომ დღეს განსაკუთრებით პრობლემური მიმტანების მოძიებაა.

მისი განმარტებით, ამ პოზიციაზე მომუშავე კადრები პანდემიის დროს სხვა სექტორებში გადავიდნენ და უკან აღარ დაბრუნდნენ. მერიკო გუბელაძე ამბობს, რომ ამ მიმართულებით გამოწვევების წინაშე, საქართველოს მასშტაბით, არსებული ყველა კვების ობიექტია.  

“თქვენ ვერ წარმოიდგენთ, ჩვენს სექტორში კადრების როგორი ნაკლებობაა. მე ხშირად მესმის არგუმენტი, რომ უნდა გადაიხადოს სარესტორნო ბიზნესმა მეტი და ეყოლება კადრი, ეს ასე არ არის. ჯერ ერთი, ანაზღაურება შრომის პირდაპირ პროპორციული უნდა იყოს. იმის გამო, რომ ამ სფეროში სრულიად გაჩერდა მუშაობა, ჩვენ მაქსიმალურად ვეცადეთ, მაგრამ, რა თქმა უნდა, ვერ შევინარჩუნეთ კადრი.

ხალხი გადალაგდა... ყველას შეეცვალა პრიორიტეტი. თუ ვიღაც ამ სფეროში წლების განმავლობაში მუშაობდა, გასული ორი წლის განმავლობაში გადავიდა სხვა სფეროში და აღარ ბრუნდებიან, რადგან აღმოჩნდა, რომ ეს სფერო არის არასტაბილური ისეთ დროს, როგორიც პანდემიაა", - აცხადებს რესტორატორი მერიკო გუბელაძე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები