მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

მინდა, დავპატიჟო ყველა, მოდით და ნახეთ გლდანში რა გაკეთდა - კალაძე

კალაძე

თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურმა გლდანის პატარა ტბის ირგვლივ მასშტაბური სამუშაოები დაასრულა და დედაქალაქს ახალი მრავალფუნქციური რეკრეაციული ზონა შემატა - ამის შესახებ თავად მერია წერს.

უწყების ცნობით, თუ აქამდე ტერიტორია მოუწესრიგებელი და სამშენებლო ნარჩენებით დაბინძურებული იყო, დღეს პატარა ტბის გარშემო სრულად განახლებული ინფრასტრუქტურა.

განახლებული სივრცე დედაქალაქის მერმა და "ოცნების" მერობის კანდიდატმა კახა კალაძემ მოადგილე ანდრია ბასილაიასთან ერთად დაათვალიერა.

„კარგად გვახსოვს, როგორი მოუწესრიგებელი მდგომარეობა იყო გლდანის პატარა ტბის გარშემო და დღეს ტერიტორია უკვე ყველანაირად რეაბილიტირებული, განახლებულია. მოეწყო სასეირნო და ველობილიკები, განათების სისტემა, დაირგო ხე-მცენარეები. ეს ყველაფერი თქვენია, რომელსაც უნდა მოვუაროთ. მადლობა ყველა ადამიანს, ვინც ამ პროექტში მონაწილეობდა და განსაკუთრებით ადგილობრივ მოსახლეობას. მინდა, დავპატიჟო ყველა, რომ ნახონ, რა გაკეთდა გლდანში. დარწმუნებული ვარ, ეს პროექტი ყველა თბილისელს სიამაყეს მოჰგვრის. მსგავსი ტიპის პროექტები მომავალშიც გაგრძელდება,“ – აღნიშნა კალაძემ.

პროექტის დეტალები:

  • საერთო ფართობი – 8,2 ჰექტარი, აქედან პარკის ტერიტორია – 5,1 ჰა;
  • მოეწყო საბავშვო და სპორტული მოედნები, ფრენბურთის ქვიშის მოედანი, საჩრდილობლები, სკამები და ურნები;
  • დამონტაჟდა გარე განათებისა და ვიდეომეთვალყურეობის სისტემა;
  • ტბაზე მოეწყო პირსი, საიდანაც ვიზიტორებს გარემოსა და ფრინველების დაკვირვება შეუძლიათ;
  • გამწვანებისთვის დაიგო 22 757 კვ.მ ბალახი და დაირგო 2 491 ძირი მცენარე;
  • ტერიტორიაზე მოეწყო ტერასული გამწვანება და სარწყავი სისტემა;
  • პარკი სრულად არის ადაპტირებული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის.

პროექტის ჯამურმა ღირებულებამ 10 მილიონ ლარს შეადგინა.

გლდანის პატარა ტბის ირგვლივ განახლებულ სივრცესთან ერთად, მერმა აღნიშნა, რომ იგეგმება რაიონში მდებარე კიდევ ერთი ტბის რეაბილიტაცია, რომლის დაბრუნება მუნიციპალურ საკუთრებაში ამჟამად პროცესშია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები