მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„მინდა გადმოგცეთ ქართველი ხალხის მხარდაჭერა... ჩვენ არ გვინდა საბჭოთა კავშირში დაბრუნება“ - ხაზარაძე რადაში

63f8f27ed4b50
ალა ისპირიანი
24.02.23 21:23
804
დღეს, "ლელოს" დელეგაცია რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების ერთი წლისთავისადმი მიძღვნილ რადას საგანგებო სხდომას დაესწრო.

აღნიშნულ სხდომაზე "ლელო საქართველოსთვის" ერთ-ერთმა ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ თქვა, რომ ქართველ ხალხი თავისუფლებისთვის იბრძვის და საბჭოთა კავშირში დაბრუნება არ უნდათ.

„მინდა გადმოგცეთ ქართველი ხალხის მხარდაჭერა. ჩვენ კარგად ვიცით რას ნიშნავს ომი. ჩვენ ეს 2008 წელს გამოვიარეთ. ჩვენი ქვეყნის 20% რუსეთის მიერაა ოკუპირებული. თქვენი გამარჯვება საქართველოს გამარჯვებაც იქნება. ვიბრძვით თავისუფლებისთვის, რადგან ჩვენ ყველამ ვიცით რა იყო საბჭოთა კავშირი. მე საბჭოთა კავშირში დავიბადე და არავის თავისუფალ სამყაროში არ უნდა უკან დაბრუნება. დღევანდელი დღე ემოციური იყო ჩემთვის, როდესაც რადაში ვიყავით. ჩვენ ვნახეთ ძალიან ძლიერი ერთიანი პარლამენტი.

ღმერთმა დალოცოს უკრაინა და ყველა ქვეყანა რომლის წარმომადგენლებიც აქ ვართ“, - განაცხადა ხაზარაძემ რადას საგანგებო სხდომაზე, რომლის გამოსვლაც "TV პირველმა" გააშუქა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები