მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მინდა მივულოცო ქართველებს უზარმაზარი მიღწევა, რომელიც მიმდინარე წელს გქონდათ - რობინ დანიგანი

დანიგანი

ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო თბილისში, ახალი ელჩის, რობინ დანიგანის საახალწლო მილოცვას ავრცელებს.

შეერთებული შტატები ძალიან ამაყია იმ სამუშაოთი, რაც ერთად შევასრულეთ იმისთვის, რომ მხარი დაგვეჭირა საქართველოსთვის ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე და ჩვენ აბსოლუტურად ერთგული ვართ, ეს მხარდაჭერა გავაგრძელოთ და კიდევ უფრო გავაღრმაოთ უკვე ძლიერი სტრატეგიული პარტნიორობა, - საახალწლო მილოცვაში, განაცხადა დანიგანმა.

ახალმა ელჩმა ქართველ ხალხს კიდევ ერთხელ მიულოცა ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი და შემდგომი მხარდაჭერა აღუთქვა.

„გილოცავთ ახალ წელს. აშშ-ის საელჩოს გუნდის სახელით, მინდა ყველა ქართველს ბედნიერი დღესასწაული ვუსურვო. აშშ-ის საელჩოს ყველა თანამშრომელი ამაყი ვართ იმით, რომ მხარს ვუჭერთ პარტნიორობას საქართველოს და შეერთებულ შტატებს შორის. ძალიან გაგვიმართლა, რომ ამ მშვენიერ ქვეყანაში ვცხოვრობთ. ძალიან ვაფასებთ საქართველოს მდიდარ კულტურას, სტუმარმასპინძლობის ტრადიციას და განსაკუთრებით კი არაჩვეულებრივ და თბილ ხალხს. კიდევ ერთხელ მინდა მივულოცო ქართველებს ის უზარმაზარი მიღწევა, რომელიც მიმდინარე წელს გქონდათ - ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მოპოვება. შეერთებული შტატები ძალიან ამაყია იმ სამუშაოთი, რაც ერთად შევასრულეთ იმისთვის, რომ მხარი დაგვეჭირა საქართველოსთვის ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე და ჩვენ აბსოლუტურად ერთგული ვართ, გავაგრძელოთ ეს მხარდაჭერა და კიდევ უფრო გავაღრმაოთ უკვე ძლიერი სტრატეგიული პარტნიორობა. გისურვებთ თქვენ, თქვენს ოჯახებს და ახლობლებს ბედნიერ ახალ წელს, სიყვარულით, ჯანმრთელობით, მშვიდობითა და ბედნიერებით სავსეს“, - აღნიშნა ელჩმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები