მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მინდა ყველამ ერთად ვაქციოთ იდეა რეალობად - ბიზნეს ექსპერტი ვასილ ბაბლუანი

62fdd5eb78741
BM.GE
17.08.22 17:30
1864
- საკუთარი ბიზნესის შექმნა ჩემი მიზანი არასდროს ყოფილა... სრულიად სხვა პროფესიაზე ვფიქრობდი, მაგრამ გადაწყვეტილება მას შემდეგ შევცვალე, რაც სურვილი გამიჩნდა ჩემი ხელმძღვანელი პირებისთვის დამემტკიცებინა, რომ თანამშრომლებისა და მომხმარებლების მიმართ პატივისცემა არის ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორი იმისთვის, რომ წარმატებული ბიზნესი გქონდეს. საქმეს, რომელსაც აკეთებ, გულით უნდა აკეთო, უნდა იცნობდე და პატივს სცემდე თითოეულ თანამშრომელს, რადგან სწორედ ისინი არიან შენი კომპანიისა თუ სტრუქტურის სახე...

ასე დაიწყო ჩვენთან საუბარი ვასილ ბაბლუანმა, რომელსაც ბიზნესის შექმნისა და მართვის მრავალწლიანი გამოცდილება, უამრავი საინტერესო თავგადასავალი და რაც მთავარია სანდო პარტნიორის სახელი აქვს, არა მხოლოდ ჩვენს ქვეყანაში, არამედ მის ფარგლებს გარეთაც.

საკუთარი თავის დახასიათება, დიდად არ ისურვა, თუმცა გაიხსენა, რომ ბავშვობაში თავის თანატოლებში პასუხისმგებლობით ყოველთვის გამოირჩეოდა. უფროსები მას ენდობოდნენ და ანდობდნენ ნებისმიერ საქმეს. ყველა გმირის პერსონაჟში საკუთარ თავს ეძებდა და სამართლიანობას თავიდანვე აფასებდა.

- როცა იზრდები, ბავშვობაში ჩამოყალიბებული ღირებულებებით ყალიბდები, მთავარია ადამიანების დახმარება, თანადგომა, საკუთარი ქვეყნის სიყვარული და პატივისცემა არასდროს დაკარგო....

17 წლის ასაკიდან ემიგრაციაშია და 20 წლის ბაბლუანი უკვე საკუთარი ბიზნესის მმართველი გახდა. სამშენებლო მიმართულებას ბარ-რესტორნების ქსელი დაემატა და ბოლოს საერთაშორისო საინვესტიციო კომპანია ჩამოაყალიბა. ესპანეთში ბიზნესის წარმოების პარალელურად ვასილმა განათლებაც სხვადასხვა მიმართულებით მიიღო.

2013 წლიდან დღემდე ვასილ ბაბლუანის ინიციატივითა და უცხოელი ინვესტორების ჩართულობით, სამი ბიზნეს ფორუმი ჩატარდა, მისი მხარდაჭერით ათეულობით ბიზნესის წარმომადგენლის შეხვედრა შედგა, რომელთა შედეგიც უკვე საქართველოში, კონკრეტული ბიზნეს სექტორების სახით არსებობს.
ბიზნესმენი, რომელსაც ბიზნეს ექსპერტი შეგვიძლია ვუწოდოთ, წლებია ხედავს, თუ რამდენად დიდია ინვესტორთა ინტერესი ჩვენი ქვეყნის მიმართ, ასევე ხვდება, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ევროპული გამოცდილება ჩვენი ქვეყნისათვის და უცხოური ინვესტიციების დაბანდება სწორი მიმართულებებით. ვასილ ბაბლუანი იყო ერთ-ერთი პირველი, რომელმაც კარი გაუხსნა ესპანურ ინვესტიციებს საქართველოში.
სწორედ ამიტომაც ვასილ ბაბლუანის მიზანი, არა მხოლოდ არსებული ბიზნესების მართვა და განვითარებაა, არამედ დიდი ხნის იდეის რეალობად ქცევაა, რომელიც ახალი პლატფორმის შექმნაა, სადაც ყველა ქვეყნის სტრუქტურის, კომპანიისა თუ ორგანიზაციის წარმომადგენლები, ქართული ბიზნესის გაძლიერებასა და განვითარებაზე იზრუნებენ.


- ჩემი საქმიანობის მიზანი ყოველთვის იყო სხვადასხვა კულტურის, აზროვნების, მიმართულების, სოციუმის ადამიანების დაახლოება და ერთი დიდი იდეის ირგვლივ გაერთიანება და მათთან ერთად საერთო საქმის კეთება. ჩემი ერთ-ერთი ძლიერი მხარე მედიაციის უნარია, რაც არა მხოლოდ ბიზნესში, არამედ ცხოვრებაშიც მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია.

წლების მანძილზე, ძალიან დიდი დრო და რესურსი დავხარჯე იმისათვის, რომ ესპანელებისთვის გამეცნო საქართველო თავისი კულტურითა და ტრადიციებით. დღეს ესპანეთი ყველაზე მსხვილი ინვესტორია საქართველოში და მეამაყება რომ ამ რეალობაში ჩემი წვლილიც მაქვს შეტანილი. მიხარია, რომ უკვე თავად ესპანელები ინტერესდებიან ჩვენით, არიან ჩვენი გულშემატკივრები და სურთ ინვესტიციების განხორციელება. ჩვენი ქვეყნისთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანია.

იმისთვის, რომ საქართველო იყოს ევროპული სახელმწიფო, მას სწორედ ევროპული გამოცდილებები სჭირდება, ევროპულ გამოცდილებას, კი სათანადოდ მომზადებული ნიადაგი უნდა დავახვედროთ.

- რა არის თქვენი საქმიანობის ძირითადი მოტივი?

“განვითარება იწყება ტრადიციიდან“- ეს ჩემი ერთ-ერთი კომპანიის NATIVE ჯორჯიას სლოგანია. თითოეული საქმე, რომელსაც მე ჩემს გუნდთან ერთად ვაკეთებ, ქართულ სულს, ტრადიციებსა და განვითარებას ემსახურება.

მე მსურს ახალი სიტყვა ვთქვა ქართულ რეალობაში, რაც დაფუძნებული იქნება ევროპულ გამოცდილებასა და ჩვენი ტრადიციების აღდგენა-განვითარებაზე.

- რა არის ვასილ ბაბლუანის მთავარი მიზანი?

- ჩემი მთავარი მიზანია იმ იდეის განხორციელება, რომელიც ძალიან დიდი ხანია არსებობს ჩემში და დარწმუნებული ვარ, რომ არ ვარ ერთადერთი, რომელსაც ევროპული გამოცდილებით, საქართველოში უნდა ქართული საქმე აკეთოს.

ჩემი მიზანია, ყველამ ერთად რეალობად ვაქციოთ იდეა - რომელიც ქართული ეკონომიკის გაძლიერებასა და ბიზნეს სექტორის განვითარებას შეუწყობს ხელს. სწორედ ამ იდეის გარშემო უკვე საკმაოდ ბევრი ადამიანი გავერთიანდით, რომლებსაც გვსურს, ჩვენი ქვეყნის გაძლიერება ევროპული გამოცდილებით, შესაძლებლობებითა და რესურსებით.
NS

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები