მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მინერალური და მტკნარი წყლების ექსპორტი შემცირდა, საექსპორტო ბაზრები კი დაკორექტირდა

6336ea090abff
ვიქტორია მღებრიშვილი
30.09.22 18:53
729
2022 წლის იანვარ-აგვისტოში მინერალური და მტკნარი წყლების ექსპორტი წლიურად 27.8%-ით შემცირდა და ქვეყანამ აღნიშნული საქონლის რეალიზებით 66.7 მლნ დოლარის შემოსავალი მიიღო.

შესაბამისად, უმსხვილესი საექსპორტო საქონლის ათეულში მინერალურმა და მტკნარმა წყლებმა 1.9%-იანი წილით მე-9 ადგილი დაიკავა. მაშინ როდესაც გასული წლის ამავე პერიოდში მე-6 ადგილს იკავებდა. იმ დროისთვის მისი წილი ექსპორტირებულ საქონელში 3.5% იყო.

ოფიციალური სტატისტიკიდან ჩანს, რომ მიმდინარე წლის პირველი ორი თვის განმავლობაში მინერალური წყლების იმპორტი ზრდადი იყო, თუმცა მარტის შემდეგ მკვეთრად შემცირდა. ამ პერიოდის განმავლობაში ყველაზე ნაკლები რაოდენობის მინერალური წყლები ექსპორტზე მაისსა და ივნისში (2.7 მლნ დოლარი; 3.6 მლნ დოლარი) გავიდა. ივლისიდან კი მინერალური წყლების ექსპორტი თვიურად 11 მლნ დოლარამდე გაიზარდა.

როგორც ჩანს და ამას სტატისტიკაც ცხადყოფს, რუსეთ-უკრაინის ომმა მინერალური და მტკნარი წყლების ექსპორტი და საექსპორტო ბაზრები მნიშვნელოვნად დააკორექტირა. ექსპორტის კლება თითქმის ყველა უმსხვილეს საექსპორტო ბაზარზე დაფიქსირდა. ზრდა კი შუა აზიის ქვეყნების მიმართულებით იყო. უნდა აღინიშნოს, 2022 წლის 8 თვეში მინერალური წყლების ექსპორტი უმსხვილეს სავაჭრო ბაზრებს შორის ყველაზე მეტად ლატვიაში გაიზარდა.

TOP-10 საექსპორტო ბაზრის რეიტინგი კი ექსპორტის შემცირების პირობებში ასე ჩამოყალიბდა:

1. რუსეთი - 28.5 მლნ დოლარი, 52 602 ტონა; კლება - 31.1%;
2. ყაზახეთი - 13.6 მლნ დოლარი, 23 415 ტონა; ზრდა - 137.9%;
3. უკრაინა - 6.9 მლნ დოლარი, 16 142 ტონა; კლება - 60.8%;
4. ბელარუსი - 3.9 მლნ დოლარი, 8 344 ტონა; კლება - 15.1%;
5. ლიეტუვა - 3.5 მლნ დოლარი, 6 541 ტონა; კლება - 73.3%;
6. უზბეკეთი - 3 მლნ დოლარი, 5 081 ტონა; ზრდა - 27.3%;
7. აზერბაიჯანი - 1.2 მლნ დოლარი, 3 006 ტონა; ზრდა - 0.9%;
8. ისრაელი - 1 მლნ დოლარი, 1 469 ტონა; ზრდა - 5.6%;
9. აშშ - 933 ათასი დოლარი, 1 700 ტონა; კლება - 46.2%;
10. ლატვია - 809 ათასი დოლარი, 1 702 ტონა; ზრდა - 2753%;

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები