მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მინერალური და მტკნარი წყლების ექსპორტის 70%-ზე მეტი რუსეთზე მოდის - სტატისტიკა

6422b26240a2f
ვიქტორია მღებრიშვილი
29.03.23 09:02
842
საქართველოს საგარეო ვაჭრობის ორი თვის მონაცემებით, მინერალური და მტკნარი წყლები ქვეყნის მთავარი საექსპორტო საქონლის ათეულში ვერ მოხვდა.

მიმდინარე წლის იანვარ-თებერვალში ამ დასახელების საქონლის ექსპორტი გასული წლის 2 თვესთან შედარებით 34.9%-ით შემცირდა. ამგვარად, მინერალურმა და მტკნარმა წყლებმა TOP-საექსპორტო საქონლის ათეულიდან მეთერთმეტე ადგილზე გადაინაცვლა. მაშინ როდესაც გასული წლების განმავლობაში მინერალური და მტკნარი წყლები ერთ-ერთი მთავარი საექსპორტო საქონელი იყო.

ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, მიმდინარე წლის იანვარ-თებერვალში საქართველომ 25 426 ტონა მინერალური და მტკნარი წლების ექსპორტით 15 მილიონ 163 ათასი დოლარის შემოსავალი მიიღო. მთავარი საექსპორტო ბაზარი კი რუსეთი იყო. ამ ქვეყანაზე ექსპორტის 70.6% მოდის.

საექსპორტო ქვეყნების ათეული კი ასეთია:

1. რუსეთი - 10.7 მლნ დოლარი, 19 462 ტონა;
2. ყაზახეთი - 1.2 მლნ დოლარი, 1 616 ტონა;
3. ლიეტუვა - 1 მლნ დოლარი, 1 354 ტონა;
4. უზბეკეთი - 834 ათასი დოლარი, 890 ტონა;
5. ბელარუსი - 257 ათასი დოლარი, 600 ტონა;
6. გერმანია - 207 ათასი დოლარი, 186 ტონა;
7. მოლდოვა - 178 ათასი დოლარი, 198 ტონა;
8. აშშ - 140 ათასი დოლარი, 260 ტონა;
9. ლატვია - 121 ათასი დოლარი, 254 ტონა;
10. უკრაინა - 58 ათასი დოლარი, 112 ტონა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები