მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

მინერალური წყლის ექსპორტიდან საქართველომ $172 მილიონზე მეტი მიიღო - მთავარი ბაზარი კვლავ რუსეთია

მინერალური წყალი

საქართველოს 2025 წელს მინერალური წყლის ექსპორტიდან მიღებული შემოსავლები გაეზარდა. სტატისტიკის მიხედვით, გასულ წელს, ექსპორტის შემოსავალმა $172.1 მილიონი, ხოლო მოცულობამ 255.26 მილიონი ლიტრი შეადგინა, რაც 2024 წლის მაჩვენებელს ($162.6 მილიონი, 252.71 მილიონი ლიტრი) რომ შევადაროთ, ექსპორტი ღირებულებით 5.8%-ით, ხოლო მოცულობით კი 1%-ით გაიზარდა.

ქვეყნისთვის გასულ წელს მინერალური წყლის მთავარი სარეალიზაციო ბაზარი რუსეთი იყო, სადაც 130.92 მილიონი ლიტრი მინერალური წყლის გაყიდვიდან, ქვეყანამ $70.2 მლნ-ის შემოსავალი მიიღო.

მინერალური წყლის მთავარი საექსპორტო ბაზრების ჩამონათვალი ასეთია (2025):

  • რუსეთი - $70.2 მლნ, 130 923 179 ლიტრი;
  • ყაზახეთი - $34.3 მლნ, 41 316 409 ლიტრი;
  • უკრაინა - $20.2 მლნ, 25 062 607 ლიტრი;
  • უზბეკეთი - $12.1 მლნ, 13 508 025 ლიტრი;
  • ლიეტუვა - $10.1 მლნ, 13 434 962 ლიტრი;
  • გერმანია - $3.38 მლნ, 2 604 117 ლიტრი;
  • მოლდოვა - $ 3.32 მლნ, 3 175 123 ლიტრი;
  • ყირგიზეთი - $2.48 მლნ, 4 240 570 ლიტრი;
  • აშშ - $1.8 მლნ, 3 423 542 ლიტრი.

რაც შეეხება იმპორტს, 2025 წლის იანვარ–დეკემბერში საქართველოში მინერალური წყლის იმპორტი მნიშვნელოვნად გაიზარდა. სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, ქვეყანამ მინერალური წყლის იმპორტში $271 ათასი გადაიხადა და ჯამში 267 751 ლიტრი წყალი შემოიტანა. შედარებისთვის, 2024 წლის იანვარ–დეკემბერში იმპორტმა $167 ათასი და 188 548 ლიტრი შეადგინა. შედეგად, იმპორტის ღირებულება 62.2%-ით, ხოლო მოცულობა 42%-ით გაიზარდა.

მინერალური წყლის უმსხვილესი მომწოდებელი ქვეყანა 2025 წელს იტალია იყო. საქართველომ იტალიიდან 98 012 ლიტრი მინერალური წყალი შეიძინა, რაშიც $136 ათასი გადაიხადა.

იმპორტის სხვა ძირითადი მიმართულებები ასე ნაწილდება:

  • რუსეთი – $33 ათასი, 46 080 ლიტრი;
  • ნიდერლანდები – $18 ათასი, 18 058 ლიტრი;
  • სომხეთი – $16 ათასი, 25 000 ლიტრი;
  • გერმანია – $15 ათასი, 10 856 ლიტრი;
  • უკრაინა – $13 ათასი, 19 800 ლიტრი;
  • თურქეთი – $10 ათასი, 10 878 ლიტრი;
  • ბულგარეთი – $8 ათასი, 18 257 ლიტრი;
  • აზერბაიჯანი – $7 ათასი, 13 146 ლიტრი;
  • საფრანგეთი – $4 ათასი, 2 132 ლიტრი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები