2023 წლის პირველ 10 თვეში საქართველოდან მინერალური და მტკნარი წყლები უმსხვილესი საექსპორტო საქონლის რეიტინგში 2.2%-იანი წილით მეექვსე ადგილს იკავებს.
ამ პერიოდში ქვეყანამ საქონლის ექსპორტით 114 მილიონ 605 ათასი დოლარის შემოსავალი მიიღო, რაც გასული წლის ამავე პერიოდის მაჩვენებელს 24.3%-ით აღემატება.
ქართული მინერალური წყლების მთავარი საექსპორტო ბაზარი რუსეთია, რომელზეც ჯამური გაყიდვების თითქმის ნახევარი მოდის.
TOP-10 საექსპორტო ქვეყნის რეიტინგი კი ასეთია:
- რუსეთი - $54.3 მლნ, 99 397 ტონა;
- ყაზახეთი - $22 მლნ, 29 387 ტონა;
- უკრაინა - $11.7 მლნ, 14 817 ტონა;
- ლიეტუვა - $6.4 მლნ, 9 087 ტონა;
- უზბეკეთი - $6 მლნ, 6 958 ტონა;
- გერმანია - $1.7 მლნ, 1 374 ტონა;
- ბელარუსი - $1.6 მლნ, 3 828 ტონა;
- მოლდოვა - $1.4 მლნ, 1 719 ტონა;
- აზერბაიჯანი - $1.3 მლნ, 3 095 ტონა;
- აშშ - $1.2 მლნ, 2 233 ტონა;
უნდა აღინიშნოს, რომ იანვარ-ოქტომბერში საქართველოში მინერალური წყლების იმპორტი თითქმის ათჯერ შემცირდა და ქვეყანაში 105 ათასი დოლარის ღირებულების 207 ტონა მინერალური წყლები შემოვიდა. მცირე მოცულობებით იმპორტი იტალიიდან, თურქეთიდან, საფრანგეთიდან, გერმანიიდან, სომხეთიდან და სხვა ქვეყნებიდან მოხდა.