ჯანდაცვის მინისტრ ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, მოქალაქეების უსაფრთხოებისთვის და მომსახურების მიწოდების უწყვეტობისთვის, სახელმწიფო იღებს პასუხისმგებლობას, უზრუნველყოს გეოგრაფიული ხელმისაწვდომობა
ტიკარაძემ პარლამენტში სიტყვი გამოსვლისას განაცხადა, რომ ჰოსპიტლების რაოდენობა მოსახლეობის რიცხვთან მიმართებაში საჭიროზე მაღალია და ამავდროულად არათანაბარია მათი სიმძლავრე.
მინისტრი მნიშვნელოვან გამოწვევად აფასებს სამედიცინო დაწესებულებების გეორაფიულად არათანაბარ გადანაწილებას.
მისი თქმით, დაწესებულებების ძირითადი ნაწილი თბილისშია განთავსებული, რაც ავტომატურად ზრდის სამედიცინო მიგრაციას დედაქალაქში.
„ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოებისთვის და მომსახურების მიწოდების უწყვეტობისთვის, სახელმწიფო იღებს პასუხისმგებლობას, უზრუნველყოს გეოგრაფიული ხელმისაწვდომობა. ამ პრობლემატიკის მოგვარების ერთ-ერთ ინსტრუმენტად განისაზღვრა სელექტიური კონტრაქტირება, რომლის მთავარი კრიტერიუმებია დაწესებულებების გამართული ინფრასტრუქტურა, ხარისხის სტანდართან შესაბამისობა, პერსონალის ფარდობითი დეფიციტის დაფარვა და სხვა. რაც შეეხება გადაუდებელ დახმარებას, 2014 წლიდან ჯანდაცვის სამინისტრომ გაატარა ძირეული რეფორმები სასწრაფო დახმარების სისტემური და ტექნიკური პირობების გაუმჯობესების მხირვ. 2020 წლის 1 იანვირდან ჯანდაცვის სამინისტროს შეუერთდა თბილისის სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახური“, - განაცხადა ტიკარაძემ.