მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მინისტრი: "სხვადასხვა ქვეყნებში კორონავირუსი საქართველოს 35 მოქალაქეს დაუდგინდა

5e85c7c5dbe55
თათია ჩაფიჩაძე
02.04.20 15:07
703
ჯანდაცვის მინისტრ ეკატერინე ტიკარაძის ინფორმაციით, „სხვადასხვა ქვეყნებში კორონავირუსი საქართველოს 35 მოქალაქეს დაუდგინდა.

როგორც მინისტრმა მთავრობის ადმინისტრაციაში დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, „ამ დროისთვის, მათგან 5 პაციენტი გარდაიცვალა”. 

„ჩვენი ელჩები გვაწვდიან ამის შესახებ ინფორმაციას. დღესდღეობით, რამდენადაც ჩვენთვის ცნობილია, საქართველოს 35 მოქალაქეს დაუდასტურდა სხვადასხვა ქვეყანაში კოვიდის ინფექცია, საიდანაც 5, სამწუხაროდ, გარდაიცვალა. ეს რიცხვიც ისევე როგორც ჩვენთან, მზარდია და ელჩები უზრუნველყოფენ ამ ინფორმაციის დეტალურ მოწოდებას სამინისტროსთვის”, - აღნიშნა მინისტრმა.

შეგახსენებთ: ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 130 შემთხვევაა გამოვლენლი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები