მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

მინისტრის მოადგილე "აგროთანადაფინანსების სახელმწიფო პროგრამის" პრიორიტეტულ მიმართულებებს ასახელებს

დოლიძე

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ლაშა დოლიძის შეფასებით "აგროთანადაფინანსების სახელმწიფო პროგრამა" ინარჩუნებს აქამდე არსებულ მიმართულებებს, თუმცა ამიერიდან განსაკუთრებული აქცენტი სასაკლაოების მოდერნიზაციასა და მოწყობაზე, ასევე აკვაკულტურისა და მეცხოველეობის სექტორების განვითარებაზე გაკეთდება.

მინისტრის მოადგილის კომენტარს სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

"არსებული პროგრამები ცალკეულ მიმართულებებს სხვადასხვა ფინანსური ინსტრუმენტით აფინანსებდა. ჩვენი მიზანი იყო ამ ინსტრუმენტების ერთიანი ჩარჩოს ქვეშ გაერთიანება. გამოვყავით დაფინანსების კონკრეტული ობიექტი - ერთი ფერმა, მიწის ნაკვეთი ან პროექტი და განვსაზღვრეთ მისი თანამედროვე სტანდარტით მოწყობისთვის საჭირო ხარჯები და მინიმალური კრიტერიუმები.

ამის საფუძველზე ჩამოვაყალიბეთ სტანდარტული ბიუჯეტები, რომლებიც ბაზარზე ფასების ცვლილების შესაბამისად, ბიზნესთან კონსულტაციით პერიოდულად განახლდება. შედეგად, შეიქმნება ერთიანი დაფინანსების სისტემა", - განაცხადა ლაშა დოლიძემ.

"აგროთანადაფინანსების სახელმწიფო პროგრამა", რომელიც სოფლის მეურნეობის სამინისტრომ დღეს წარადგინა, მათივე ცნობით მიზნად ერთიანი, ინტეგრირებული, გამჭვირვალე და შედეგებზე ორიენტირებული სისტემის ჩამოყალიბებას ისახავს. ბენეფიციართა შერჩევა წინასწარ განსაზღვრული კრიტერიუმების საფუძველზე განხორციელდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები