მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მინისტრის თქმით, ქუთაისის აეროპორტში კერძო ოპერატორის შესვლის საკითხი კვლევის შემდეგ გადაწყდება

ლევან დავითაშვილი ევროკავშირი

ეკონომიკის მინისტრი ლევან დავითაშვილი ამბობს, რომ აზიის განვითარების ბანკის [ADB] დაფინანსებით კვლევა მიმდინარეობს იმაზე თუ როგორი უნდა იყოს ქუთაისის აეროპორტი.

საუბარია ბანკის დაკვეთით საქართველოს აეროპორტების განვითარების სტრატეგიასა და შეფასების დოკუმენტზე, რომელსაც ბრიტანული კომპანია Steer Davis-ი მოამზადებს.

“ეს გენგეგმა მოიცავს როგორც სამგზავრო მიმართულებას, ისე სატვირთო ოპერაციებს, რადგან ვხედავთ, რომ დასავლეთ საქართველოს მსგავსი ინფრასტრუქტურა სჭირდება. ამ გენგეგმის დასრულების შემდეგ და ველოდებით, რომ ეს წლის ბოლოს იქნება, უკვე მივიღებთ გადაწყვეტილებას გვეყოლება კერძო ოპერატორი თუ სახელმწიფო იქნება ძირითადი განმავითარებელი ამ ინფრასტრუქტურის. ვხედავთ, რომ საკმაოდ დიდია ინტერესი მათ შორის კერძო სექტორის მხრიდან. ძალიან საინტერესო თანამშრომლობის პერსპექტივას ვხედავთ იგივე კერძო სექტორთან”,- ამბობს დავითაშვილი.

ქუთაისის აეროპორტთან დაკავშირებით დღეს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმაც ისაუბრა: 

“გადავწყვიტეთ, რომ ქუთაისის აეროპორტის ასაფრენ-დასაფრენი ზოლი 3,5 კმ-მდე დავაგრძელოთ, პროექტირებას ახლა დავიწყებთ და 18 თვეში იქნება დასრულებული ახალი ასაფრენ-დასაფრენი ზოლი. ქუთაისში ალბათ მალე იქნება მილიონი მგზავრი, მალე მიაღწევს მილიონ მგზავრს, ამიტომ მას შესაბამისი ყურადღების მიქცევა სჭირდება”.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები