დღეს პარლამენტის ოთხი კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე ეკონომიკური პროფილის მინისტრობის კანდიდატებს მოუსმინეს. ქართული ოცნების დეპუტატების წინაშე ლევან დავითაშვილი, ლაშა ხუციშვილი, ირაკლი ქარსელაძე და დავით სონღულაშვილი წარდგნენ. ქართული ოცნების მომავალმა მინისტრებმა ყურადღება მაღალ ეკონომიკურ ზრდაზე და რეფორმებზე გაამახვილეს. სხდომაზე არცერთი კრიტიკული კითხვა არ დასმულა. როგორ ჩაიარა მოსმენამ პარლამენტში?