მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

მიქაუტაძეს ჩამოერთვა ბინა ესპანეთში, 3 ავტომანქანა, ძვირად ღირებული საათები და ოქროს ზოდები - პროკურორი

რომეო მიქაუტაძე

პროკურორ ირაკლი მარშანიას განცხადებით, ეკონომიკის მინისტრის ყოფილ მოადგილეს, რომეო მიქაუტაძეს უძრავ ქონებასთან ერთად ჩამოერთვა ძვირად ღირებული საათები, ოქროს ზოდები და მონეტები.

როგორც პროკურორი განმარტავს, ჩამორთმეული ქონება სახელმწიფოს საკუთრებაში გადაეცემა.

„სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მტკიცებულებები და რომეო მიქაუტაძე ყველა ბრალდებაში დამნაშავედ ცნო. მოგეხსენებათ, მას ბრალი ედებოდა სხვადასხვა კორუფციულ დანაშაულში, ასევე უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაში. სასჯელის სახით მას 10 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა. მას ასევე ჩამოერთვა სხვადასხვა ქონება - უძრავი ქონებები, მათ შორის, ესპანეთში მდებარე ბინა, 3 ავტომანქანა, ასევე ძვირად ღირებული საათები, ოქროს ზოდები, მონეტები. გარდა ამისა, ჩამოერთვა შპს "ნახიდურჰესში" 15%-იანი წილი, რომლის ღირებულებაც იმ პირობებში რომ ჯერ ჰესი ამუშავებული არ არის, 1 500 000 ლარს შეადგენს. უძრავ ქონებებში ასევე შედის წეროვანის ქონებაც",- აცხადებს მარშანია, რომლის კომენტარსაც "ინტერპრესნიუსი" ავრცელებს.

დღეს, 16 მარტს, თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის ნინო გალუსტაშვილის განაჩენი გამოცხადდა, რომელმაც მიქაუტაძეს 10-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა და ბრალდების ყველაზე ეპიზოდში გაამტყუნა.

ეკონომიკის მინისტრის ყოფილმა მოადგილემ 13 მარტს, სასამართლო პროცესზე დასკვნითი სიტყვის წარმოთქმისას თქვა, რომ საპროცესო შეთანხმების გაფორმება სურდა.

ყოფილი მაღალჩინოსანი არ ეთანხმება ბრალდებას, თუმცა იმის გამო, რომ რამდენიმე თვეში თავის მოსახელე შვილიშვილს ელოდება, განაცხადა, რომ ოჯახთან შეთანხმებით, მზადაა, აღიაროს არარსებული ბრალი, აანაზღაუროს არმიყენებული ზიანი და გააფორმოს საპროცესო შეთანხმება პროკურატურასთან.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები