მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

„მირიან მეფის და ბალანჩინის ქუჩებზე, ასევე თამარ მეფის გამზირზე გზის სარეკონსტრუქციო სამუშაოებია დაგეგმილი"

62d7ca6e3ccac
მარიამ იზორია
20.07.22 22:40
2836
მირიან მეფის ქუჩაზე, თამარ მეფის გამზირზე და ბალანჩინის ქუჩაზე გზის სარეკონსტრუქციო სამუშაოებია დაგეგმილი.

როგორც თბილისის მერმა დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, დისკომფორტის შემცირების მიზნით, ინტენსიური საგზაო სამუშაოები ღამის საათებში ჩატარდება.

„მირიან მეფის ქუჩაზე, თამარ მეფის გამზირსა და ბალანჩინის ქუჩაზე დაგეგმილია გზის სარეკონსტრუქციო სამუშაოები, რომლის ფარგლებში, გათვალისწინებულია არსებული საგზაო კუნძულების, ტროტუარებისა და გზის სავალი ნაწილის რეკონსტრუქცია/მოდერნიზება და ავტობუსისთვის განკუთვნილი ზოლის დახაზვა. ეს ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტი ქალაქში იყოს ყველაზე კომფორტული და სწრაფი.

ჩვენი პოლიტიკა მიმართულია იქითკენ, რომ სადაც შესაძლებელია, რაც შეიძლება მეტი საავტობუსე ზოლები მოვაწყოთ. თამარ მეფის გამზირზე სამუშაოები იწარმოებს ღამის განმავლობაში - 00:00-06:00 საათამდე, ხოლო მირიან მეფის ქუჩაზე საგზაო კუნძულის გარშემო არსებული გზის სავალი ნაწილი შეიზღუდება ერთი ზოლით. აღნიშნული სამუშაოების განმავლობაში, სატრანსპორტო მოძრაობის მიმართულებები უცვლელი დარჩება“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები