სომხეთი აზერბაიჯანთან პირდაპირი სავაჭრო ურთიერთობების დაწყების შესაძლებლობას განიხილავს. ამის შესახებ სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა არარატ მირზოიანმა სომხეთის საზოგადოებრივ მაუწყებელთან ინტერვიუში განაცხადა.
მისი თქმით, აზერბაიჯანული ბენზინის შეძენა სომხეთის მოქალაქეებისთვის ეკონომიკურად მოგებიანია. მინისტრმა აღნიშნა, რომ მიუხედავად ბოიკოტისკენ მოწოდებებისა, ბენზინგასამართ სადგურებთან რიგებიც ფიქსირდება. აღსანიშნავია, რომ 18 დეკემბერს, აზერბაიჯანის სახელმწიფო ნავთობკომპანიამ [SOCAR] სომხეთს 22 ცისტერნით 1220 ტონა АИ‑95 მარკის ბენზინი მიაწოდა.
მირზოიანმა ასევე ისაუბრა „ტრამპის მარშრუტის“ (TRIPP) პროექტზე . მისი განცხადებით, სომხეთი ინტენსიურად თანამშრომლობს ამერიკულ მხარესთან და სამშენებლო სამუშაოები ადგილზე 2026 წლის მეორე ნახევარში დაიწყება.




























