მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მიშელი ადასტურებს, რომ უნგრეთმა უკრაინისთვის 50 მლრდ ევროს ფინანსური დახმარება დაბლოკა

ორბანი

მას შემდეგ, რაც ევროკავშირის ლიდერები უკრაინისათვის ბლოკში გაწევრიანებასთან დაკავშირებული მოლაპარაკებების გახსნაზე ოფიციალურად შეთანხმდნენ, უნგრეთმა EU-ს საშუალება არ მისცა, უკრაინისთვის ფინანსური დახმარების პაკეტი დაედასტურებინათ.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის განცხადებით, EU-ს წევრი 27 ქვეყნიდან ერთის გარდა ყველამ დაუჭირა მხარი 50 მილიარდ ევროიან პაკეტს, რომელიც ბლოკს უკრაინის მხარდასაჭერად უნდა გამოეყო. ერთი ლიდერი, რომელმაც ფინანსური პაკეტი დაბლოკა, უნგრეთის პრეზიდენტი ვიქტორ ორბანია.

მიშელის თქმით, ევროკავშირის ლიდერები კიდევ ერთხელ შეიკრიბებიან მომდევნო თვეში და შეეცდებიან, ერთსულოვან შეთანხმებას მიაღწიონ. თავად ორბანი კი მიიჩნევს, რომ უკრაინისთვის დახმარების პაკეტი მხოლოდ მას შემდეგ უნდა გაიზარდოს, როცა ევროპაში ზაფხულში დაგეგმილი არჩევნები დასრულდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები