მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მიშელი:კანონპროექტი, რომელსაც კენჭს უყრიან პარლამენტში, არ აახლოებს საქართველოს ევროკავშირთან - ეს საპირისპიროა

შარლ მიშელი

ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა "რუსული კანონის" შესახებ განმარტება კიდევ ერთხელ გააკეთა. მან Euronews-თან საუბარში განაცხადა, რომ ეს კანონპროექტი, არ აახლოებს საქართველოს ევროკავშირთან, არამედ ეს საპირისპიროა.

"მინდა გარკვევით ვთქვა: ეს კანონპროექტი არ აახლოებს საქართველოს ევროკავშირთან. ეს პირიქითაა. ჩვენ იმედგაცრუებული ვართ, რომ ამ მთავრობამ მიიღო ასეთი გადაწყვეტილება", - თქვა მან.

კითხვას, შესაძლოა თუ არა ახალი გაწევრიანების პროცესის გაყინვა საკამათო კანონის შედეგად, მიშელმა უპასუხა, რომ ევროკავშირის სტანდარტების საწინააღმდეგო ნებისმიერი განვითარება „ზეგავლენას“ მოახდენს იმაზე, თუ როგორ აფასებს ბრიუსელი განმცხადებლის შანსებს.

„გაფართოების პროცესი არის დამსახურებაზე დამყარებული და იდეა კანდიდატი ქვეყნებისთვის - მათთვის, ვისაც სურს ევროკავშირში გაწევრიანება - იდეა არის, რომ ისინი პატივს სცემენ ფუნდამენტურ საერთო პრინციპებსა და ღირებულებებს.

თუ ისინი ხმას აძლევენ კანონპროექტებს, რომლებიც არ შეესაბამება ამ პრინციპებსა და ღირებულებებს, ეს გავლენას მოახდენს პროცესზე", - განაცხადა მიშელმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები