მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მიშენებებთან დაკავშირებულ პრობლემაზე შესაბამისი რეაგირება მოკლე ვადებში უნდა მოხდეს

616572ff9e08b
ინგა მურუსიძე
12.10.21 15:41
424
„მიშენებებთან დაკავშირებულ პრობლემაზე შესაბამისი რეაგირება უნდა მოხდეს - სწორი იქნება ამ საკითხებზე მოკლე ვადებში გადაწყვეტილების მიღება“,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე კახ კუჭავამ ბიუროს სხდომაზე განაცხადა.

„საგადასახადო კოდექსში“ ცვლილება შედის, რომელიც კანონპროექტის ერთ-ერთი ინიციატორის მაია ბითაძის განმარტებით, ე.წ. დაუმთავრებელი მშენებლობების პრობლემას ეხება. აღნიშნულ საკანონმდებლო ინიციატივის მნიშვნელობას გამოეხმაურა კახა კუჭავა.

„ზოგადად, პრობლემა დგას მიშენებებთან დაკავშირებით, რომელიც გვახსოვს 90-იანი წლებიდან საკმაოდ პოპულარული იყო. აუცილებელია, იქ, სადაც არა მხოლოდ კითხვის ნიშანი ჩნდება, არამედ თითქმის ყველა მსგავს მიშენებებთან დაკავშირებით, კომისია შეიქმნას, შესაბამისმა ორგანომ იმსჯელოს და ჩვენი მხრიდანაც შეიძლება ინიციატივა წამოვიდეს, რომ ამ კუთხით მაქსიმალურად ყურადღება მიექცეს.

მინიმუმ, კარგად უნდა გვესმოდეს, რა საფრთხე შეიძლება მოდიოდეს აქედან და შესაბამისი რეაგირება უნდა მოხდეს. ამიტომ, ყველაზე სწორი იქნება, ამ საკითხების ერთად თავმოყრა და შემდეგ, მოკლე ვადებში გადაწყვეტილების მიღება მოხდება“,- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

შეგახსენებთ, ბათუმში, კორპუსის ნაწილის ჩამოშლის შემდეგ მთავრობის წევრები გამოდიან ინიციატივით, რომ მიშენებების საკითხი კანონმდებლობით დარეგულირდეს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები