მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მისო-ებმა 2023 წელი გაზრდილი წმინდა მოგებით დახურეს

ფული

მიკროსაფინანსო სექტორს მოგება გაეზარდა. გასულ წელს, მიკროსაფინანსო ორგანიზაციებმა 125.326 მლნ ლარის წმინდა მოგება მიიღეს, რაც წლიურად 11.6 მლნ-ით ანუ 10%-ით არის გაზრდილი.

გაიზარდა მისო-ების საკრედიტო პორტფელიც. ამ დროისათვის მიკროსაფინანსო ორგანიზაციებს 1.7 მილიარდი ლარის სესხები აქვთ გაცემული. 2022 წელს ეს მაჩვენებელი 1. 573 მლრდ ლარი იყო. სულ გაცემული სესხების რაოდენობა 850 554-ს შეადგენს. გაცემული სესხების წმინდა ზრდა 23 373 -ია.

მიკროსაფინანსო სექტორის დაკრედიტების ძირითად სეგმენტს კვლავ ფიზიკური პირები წარმოადგენენ. სწორედ მათზეა გაცემული 1.678 მლნ ლარის სესხები. პორტფელის უდიდესი წილი - 831 მლნ კი სალომბარდე სესხებს უჭირავს.

2023 წლის ბოლოსთვის, კონკრეტული მიმართულებებით სესხები ასე ნაწილდება:

• სალომბარდე სესხი - 830.84 მილიონი ლარი;
• სამომხმარებლო სესხები - 493.77 მილიონი ლარი;
• ვაჭრობა და მომსახურება - 181.87მილიონი ლარი;
• სოფლის მეურნეობა - 105 მილიონი ლარი;
• განვადება - 53.6 მილიონი ლარი;
• იურიდიულ პირებზე გაცემული სესხები - 25.6 მილიონი ლარი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები