მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

MIT-მ „ბიოქიმფარმზე“ სტატია გამოაქვეყნა

მასაჩუსეტსის ტექნოლოგიურმა ინსტიტუტმა (MIT) ქართული „ბიოქიმფარმის“ ისტორიული ფაგების საწარმოს განახლებისა და ხელახალი დაბადების შესახებ „ბიზნესისა და ტექნოლოგიების ინსტიტუტის“ (BTU) შექმნილი სტატია გამოაქვეყნა.

„საქართველო, გარდა იმისა, რომ მსოფლიოში სახელგანთქმული გახლავთ 8,000-წლიანი მეღვინეობის ტრადიციითა და ისტორიით, ასევე გამოირჩევა ფაგის ტექნოლოგიით და ითვლება ფაგოთერაპიის სამშობლოდ“, – ვკითხულობთ სტატიაში.

აღსანიშნავია, რომ მსოფლიო ეკონომიკურმა ფორუმმა ფაგის ტექნოლოგია 2023 წლის ტოპ–10 განვითარებად ტექნოლოგიაში გამოარჩია, როგორც ერთ-ერთ ყველაზე რევოლუციური და მნიშვნელოვანი, რომელიც ცვლის მსოფლიოს. 

თბილისში მდებარე „ბიოქიმფარმის“ ახლად მოდერნიზებული საწარმო პირველია სამხრეთ კავკასიაში, რომელიც წამლის თხიერ, სტერილურ ფორმებს აწარმოებს და წარმოების სრულ ციკლს, მათ შორის, აქტიური ფარმაცევტული სუბსტანციების (APIs) წარმოებას ფარავს. აქვე ხორციელდება მედიკამენტების პირველადი და მეორეული შეფუთვაც. ახლად მოდერნიზებული საწარმოს გაზრდილი წარმადობა, ყოველწლიურად 30 მილიონი ფლაკონი სტერილური პრეპარატების წარმოების შესაძლებლობას იძლევა.

ასევე, „ბიოქიმფარმი“ ქართული ბიოფარმაცევტული კომპანიაა, რომელიც ბაქტერიოფაგებზე (ფაგებზე) დაფუძნებულ პრეპარატებს ქმნის და აწარმოებს. ფაგის პრეპარატები დღესდღეობით, მთელი მსოფლიოს მასშტაბით, ანტიბიოტიკების ერთადერთ ხელმისაწვდომ ალტერნატივას წარმოადგენს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები