მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მიტარბის საბაგირო ავარიულად გამოირთო, მგზავრთა ევაკუაცია გახდა საჭირო

62000ec99d2f2
BM.GE
06.02.22 22:02
906
მთის კურორტების განვითარების კომპანია მიტარბის საბაგიროს ავარიულად გამორთვასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. ორგანიზაცია მომხდარის გამო დამსვენებლებს ბოდიშს უხდის:

"2022 წლის 6 თებერვალს მიტარბის საბაგირო ავარიულად გამოირთო და დამსვენებლების ევაკუაცია გახდა საჭირო. საქართველოს მთის კურორტების განვითარების კომპანია ბოდიშს უხდის ყველა დამსვენებელს ავარიის შედეგად შექმნილი დისკომფორტისთვის.
ავარიის მიზეზების შესასწავლად, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის უშუალო დავალებით, „მთის კურორტების განვითარების კომპანიაში“ სამინისტროს შიდა აუდიტის სამსახური ინსპექციას განახორციელებს.

შიდა აუდიტის სამსახურს დაევალა, უმოკლეს ვადებში შეისწავლოს ავარიის გამომწვევი მიზეზები და შესაძლო გადაცდომის გამოვლენის შემთხვევაში მოხდება მკაცრი რეაგირება.

ინსპექტირების შედეგების შესახებ, საზოგადოება დროულად იქნება ინფორმირებული. "მთის კურორტების განვითარების კომპანიას" საქართველოს 4 მთავარ სამთო-სათხილამურო კურორტზე, მათ შორის, ბაკურიანში საბაგიროები სამართავად აქვს გადაცემული,"- ნათქვამია ორგანიზაციის განცხადებაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები