მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

მიწის ნაკვეთი ტაბახმელაში, დანაზოგი ლარში - რა ქონებას ფლობს თბილისის მერის მოადგილე ანდრია ბასილაია?

ანდრია ბასილაია

მიწის ნაკვეთი ტაბახმელაში, დანაზოგი ლარში და 50%-იანი წილი კომპანიაში - ასეთია თბილისის მერის მოადგილის ანდრია ბასილაიას მიერ ქონებრივი მდგომარეობა, რომელიც მან 2025 წლის ქონებრივ დეკლარაციაში ასახა.

აღსანიშნია, რომ დედაქალაქის მთავრობის წარმომადგენელს დოკუმენტში მითითებული არ აქვს არც ბინები და არც მანქანები.

ანდრია ბასილაიას დეკლარაცია ორი არასრულწლოვანი შვილი ჰყავს შეყვანილი, რომელთა სწავლის საფასურის სახით მისმა გასავალმა 9500 ლარი შეადგინა.

2025 წელს ანდრია ბასილაიამ თბილისის მერის მოადგილედ მუშაობისთვის 86 801 ლარის ხელფასი აიღო. სოფელ ტაბახმელაში ის ვიტალიე პაპაიტე-ბასილაიასთან ერთად 604 კვ.მ.-ის მიწის ნაკვეთსა ფლობს, რომელიც 2023 წელს 297 569 ლარად შეიძინა.

ქონებრივ დეკლარაციაში ის 30 000 ლარის ნაღდი ფულით დანაზოგს უთითებს.

ანდრია ბასილაია გიორგი ასათიანთან ერთად შპს მდ სერვისის მფლობელია. კომპანია მოძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვითა და შუამავლობით არის დაკავებული.

გასულ წელს ანდრია ბასილაია თანამსესხებლის სახით 2017 წელს აღებულ 23 000 ევროს და 2019 წელს აღებული 45 000 ევროს სესხს ემსახურებოდა, ჯამში მისი გასავალი ამ ვალდებულებს მომსახურებაში 10 000 ევრომდე იყო.

აღსანიშნია, რომ პროფესიით ეკონომისტი თბილისის მერია მოადგილის ადგილს 2020 წლიდან იკავებს.

ანდრია ბასილაიას სამუშაო გამოცდილება კი ასეთია:

2020-2021 - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე

2020 - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ურბანული დაგეგმარების სამსახურის ხელმძღვანელი

2017-2020 - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ეკონომიკის საქალაქო სამსახურის ხელმძღვანელი

2014-2017 - სს გეს “საქრუსენერგო”, ფინანსური რესურსების მართვის სამსახურის უფროსი

2010-2011 - შპს „ბრავო რექორდსი“, გენერალური დირექტორი

2008-2010 - შპს „გეოინკორი“, ფინანსური დეპარტამენტის უფროსი

2006-2008 - შპს „მულტიპლექს სოლუშენი“, ფინანსური/გენერალური დირექტორი

2004-2006 - საქართველოს ეროვნული ბანკი, უფროსი ეკონომისტი, ფულად საკრედიტო განყოფილება

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები