მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"მიწის სისტემური რეგისტრაციის პროცესში, ხშირია მიწების არაკეთილსინდისიერად დაუფლების ფაქტები" - იურისტი

მიწა

მიწის სისტემური რეგისტრაცია კიდევ 1 წლით გახანგრძლივდა. მოსახლეობა უფასო სერვისებით სარგებლობას 2026 წლის 1 იანვრამდე შეძლებს. მიწის სისტემური რეგისტრაციის ხარვეზებზე საუბრობს იურიდიული კომპანია "ოქეი ენდ სი ჯი"-ის დამფუძნებელი და დირექტორი ოთარ კაჭკაჭაშვილი.

მისი თქმით, სისტემური რეგისტრაციის პროცესში ხშირია მიწების არაკეთილსინდისიერად დაუფლების ფაქტები. ხშირად მოქალაქეები ერთმანეთთან გარიგებაში შედიან და ხელმოწერების საფუძველზე ირეგისტრირებენ მიწებს, რომელიც რეალურად მათი არც არასდროს ყოფილა. კაჭკაჭაშვილის თქმით, მსგავსი ფაქტები არაერთია, რომელიც ხშირად სასამართლოში გრძელდება.

“ძალიან ხშირია არაკეთილსინდისირების ფაქტები, როდესაც ადამიანები არ ფლობდნენ მიწის ნაკვეთებს და ახლა აკეთებენ განაცხადს ამ ნაკვეთის ფლობაზე. სწრაფი რეგისტრაციის პირობებში მაღალია ალბათობა რომ მოხდეს ბევრი არაკეთილსინდისიერი დამოწმება. ყველამ ვიცით, რომ როდესაც მიწის რეგისტრაცია ხდება, ადამიანები ერთმანეთს ემოწმებიან ფლობენ თუ არა მიწის ნაკვეთებს. თუ მეზობლებს პირობითად სურთ, რომ გარკვეული ტერიტორია დაიკანონონ შეთანხმებულად ისინი ერთმანეთის მოწმეები გამოვლენ და მარტივად შეძლებენ ამ ფართის რეგისტრაციას. ეს არის ჩქარი რეგისტრაციის პროცესის ერთ-ერთი მინუსი და უარყოფითი მხარე, რითაც შეიძლება სხვადასხვა პირებმა ხელი მოითბონ და მიწები დაირეგისტრირონ,”- ამბობს ოთარ კაჭკაჭაშვილი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები