მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

მიუსაფარი შინაური ცხოველების მართვის სფეროში მუნიციპალიტეტებს შორის თანაშრომლობის საკითხზე სამუშაო შეხვედრა გაიმართა

5dfb6de775793
BM.GE
19.12.19 16:28
636
საქართველოს რეგიონული განვთარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს და აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) პროექტის „დემოკრატიული მმართველობის ინიციატივა საქართველოში“ ორგანიზებით მიუსაფარი შინაური ცხოველების მართვის სფეროში მუნიციპალიტეტებს შორის თანაშრომლობის საკითხზე სამუშაო შეხვედრა გაიმართა. რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ მზია გიორგობიანმა, კახეთისა და შიდა ქართლის რეგიონების მუნიციპალიტეტების მერებმა და სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციების წარმომადგენლებმა განიხილეს USAID GGI-ს ექსპერტის მიერ მომზადებული ინტერმუნიციპალური ორგანიზაციის დაფუძნებისა და მართვისთვის განსახორციელებელი ნაბიჯების გეგმა.

მუნიციპალიტეტებს შორის თანამშრომლობის განვითარება 2020-2025 წლების დეცენტრალიზაციის სტრატეგიის პროექტის ერთ-ერთი პრიორიტეტია. მიუსაფარ შინაურ ცხოველებთან დაკავშირებული საკითხების გადაწყვეტა მუნიციპალიტეტების უფლებამოსილების სფეროა, რომლის განხორციელება მნიშვნელოვან ინფრასტრუქტურულ და საოპერაციო ხარჯებთანაა დაკავშირებული. საქართველოს რეგიონებში მიუსაფარი ცხოველების თავშესაფრებს მუნიციპალური განვითარების ფონდი ააშენებს, რომელთა მართვა მუნიციპალიტეტებს შორის თანამშრომლობის გზით მოხდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები